ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს

ამ გვერდზე:


გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს

ვებგვერდის გამოყენება

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სახელმწიფო დეპარტამენტს (DoS) გაფორმებული აქვს კონტრაქტი CGI-თან, რათა მან უზრუნველყოს ზოგადი ინფორმაცია და ადმინისტრაციული მომსახურება აშშ-ის სავიზო განაცხადებთან დაკავშირებით. თქვენ მიერ ამ ვებსაიტის გამოყენება ექვემდებარება წინამდებარე წესებსა და პირობებს და უნდა შეესაბამებოდეს ყველა მოქმედ კანონსა და რეგულაციას.

MRV Fees

  • თუ გადახდისას დაფიქსირდა შეცდომა , ან ფიქრობთ, რომ გადახდა არ განხორციელდა წარმატებით, არ გადაიხადოთ თანხა მეორედ, რადგან ის არ ექვემდებარება დაბრუნებას. ჩვენ გირჩევთ, პირველ რიგში შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიში. თუ თქვენი ანგარიშიდან თანხა მოხსნილია და თქვენ მაინც ვერ ახერხებთ შეხვედრის დანიშვნას, გთხოვთ დამატებითი დახმარებისთვის დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ ცენტრს.
  • მანქანით წაკითხვადი ვიზის (MRV) მოსაკრებელი არ ექვემდებარება დაბრუნებას და გადაცემას. ეს მოსაკრებელი შეიძლება გამოყენებულ იქნას გადახდის დღიდან ერთ წელიწადში შეხვედრის დასანიშნად, ან ვიზის მოსაკრებლის მოქმედების ვადის გაგრძელების სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც მოქმედებს ჩვეულებრივი სავიზო სერვისების შეჩერების შედეგად.
  • MRV მოსაკრებლის გამოყენება შეხვედრის დღის ცვლილებისთვის შეიძლება შეზღუდული რაოდენობით. მას შემდეგ რაც მოხდება მისი პროფილთან დაკავშირება ან პირველადი ვიზიტის დანიშვნა, MRV მოსაკრებელი არ შეიძლება გადაეცეს სხვა აპლიკანტს.
  • ყველა გადახდა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ადგილობრივ ვალუტაში საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ვალიდურია მხოლოდ საქართველოში დანიშნული შეხვედრისთვის. MRV მოსაკრებლის გადარიცხვა ამერიკის საელჩოსთვის/საკონსულოსთვის არ შეიძლება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა განახორციელოს ახალი MRV მოსაკრებლის გადახდა იმ ქვეყანაში, სადაც მას სურს განცხადებით მიმართოს.
  • გადახდამ დეპოზიტის გამოყენებით, რომელსაც წარსულში გაუვიდა ვადა, ან შეგროვებული მოსაკრებლით განხორციელებულმა გადახდამ და ვენდორების საშუალებით, რომელიც არ არის ჩვენს ვებსაიტზე მოცემულ ჩამონათვალში გვერდებზე ბანკი და გადახდის პარამეტრები/ჩემი ვიზის მოსაკრებლის გადახდა, შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი საკითხები:
    • გადახდის დროს შეფერხებები
    • არასრული გადახდა, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს თანხის დამატება, რათა შეადგინოს დადგენილი სრული ოდენობა და ეს გამოწვეული იყოს
    • გადახდების დამუშავების პრობლემასთან, რის შედეგადაც შეიძლება საჭირო გახდეს განმეორებითი გადახდა

პროცედურების და მოსაკრებლის ცვლილებები

  • აშშ-ს არა საემიგრაციო და საიმიგრაციო ვიზების პროცედურები და მოსაკრებლები CGI კონტროლს არ ექვემდებარება და შეიძლება შეიცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. CGI არ იღებს პასუხისმგებლობას არც ერთ ცვლილებაზე პროცედურებსა და გადახდებში და იტოვებს უფლებას გადავიდეს გაზრდილ მოსაკრებლებზე.

სატელეფონო მომსახურების ცენტრი

  • სატელეფონო ცენტრის აგენტები ვერ დაგეხმარებიან DS-160/260 განაცხადის ფორმის შევსებაში. ისინი ასევე ვერ ურჩევენ განმცხადებლებს ვიზის კლასის შესახებ, რომელზეც მათ უნდა შეიტანონ განაცხადი და ვერ ურჩევენ იმ კონკრეტულ დოკუმენტებს, რომელიც განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ინტერვიუს დროს.
  • შეიძლება მოხდეს ყველა მიღებული სატელეფონო ზარის ჩაწერა ხარისხის გაუმჯობესების და სასწავლო მიზნებისათვის. ყველა ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი იქნება ინფორმირებული ასეთი პრაქტიკის და მისი მიზნის შესახებ ნებისმიერი ასეთი ურთიერთქმედების დაწყების წინ.
  • სატელეფონო მომსახურების ცენტრთან დაკავშირება შეიძლება ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, ჩეთით ან სკაიპით იმ საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით, რომელიც მოცემული ვებგვერდზე სექციაში “კონტაქტი”.

მონაცემების შეგროვება და გამოყენება

  • CGI უზრუნველყოფს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერის სერვისებს, როგორიცაა განაცხადის მონაცემების შეგროვება, დახმარება შეხვედრების დაგეგმვაში საელჩოში ან საკონსულოში, გადახდების შეგროვების სერვისები და განმცხადებლების მხარდაჭერა ქოლ ცენტრის და დოკუმენტების მიწოდების სერვისების მეშვეობით. ამ სერვისების უზრუნველსაყოფად, CGI აგროვებს პერსონალურ ინფორმაციას, რომელთა შორის და არა მხოლოდ: სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი, ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი და სხვა მონაცემები. ამ მომსახურეობის მეშვეობით შეგროვებული ყველა ინფორმაცია თავს იყრის და ინახება კომპიუტერულ სისტემებში, რომელთა მხადრაჭერა ხორციელდება შეერთებულ შტატებში, CGI-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული კონტრაქტის შესაბამისად.

ავთენტურობა

  • CGI არ არის პასუხისმგებელი განმცხადებლის ავთენტურობაზე და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე. განმცხადებელი ვალდებულია უზრუნველყოს CGI-თვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე.

შეხვედრის დანიშვნა საგანგებო შემთხვევების დროს

  • საგანგებო შემთხვევებში შეხვედრის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, განმცხადებლის პროფილის მეშვეობით; განმცხადებლის მიერ პირადად ან განმცხადებლის წარმომადგენლის მიერ მისი სახელით. საგანგებო შემთხვევებში შეხვედრის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ ერთხელ თითო განაცხადის შემთხვევაში.
  • საგანგებო მოთხოვნები ექვემდებარება საელჩოს/საკონსულოს გადაწყვეტილებას. საგანგებო შეხვედრის დანიშვნის მოთხოვნამდე, მსურველებს უნდა ქონდეთ დოკუმენტური მტკიცებულება სასწრაფო წესით შეხვედრის დანიშვნის აუცილებლობის შესახებ.
  • შემთხვევები, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც საგანგებო, გულისხმობს შემდეგს: საკუთარი, ნათესავის ან თანამშრომლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება; დაკრძალვა/გარდაცვალება; გაუთვალისწინებელი ბიზნეს მოგზაურობა; ESTA-ზე უარი, სტუდენტი ან გაცვლითი პროგრამის ვიზიტორი. გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით მითითებებს, რომელიც მოცემულია დაჩქარებული წესით შეხვედრის დანიშვნის გვერდზე, ჩვენს ვებსაიტზე.

შეხვედრის დანიშვნა ჯგუფის მიერ

  • მას შემდეგ, რაც მოხდება მისი დამტკიცება, ჯგუფის კოორდინატორს შეუძლია დანიშნოს ჯგუფის შეხვედრა, მაგრამ თითოეულმა განმცხადებელმა უნდა შეავსოს მისი საკუთარი ფორმა DS-160 და გადაიხადოს MRV მოსაკრებელი. დროის ზღვარი, რომელშიც ჯგუფს შეუძლია შეხვედრის დაგეგმა შეზღუდულია; მათ არ უნდა დაავიწყდეთ ვადის გასვლის თარიღის შემოწმება ჯგუფის კოორდინატორისგან მიღებულ შეტყობინებაში.

გასაუბრების ხელმისაწვდომი თარიღები

  • გასაუბრების დანიშვნა ხდება თანმიმდევრობით და დამოკიდებულია განმცხადებლის გარკვეულ კრიტერიუმებზე. საელჩოებსა და საკონსულოებს შეიძლება ჰქონდეთ ცალკე პროცედურა იმისთვის, თუ როგორ უნდა მიენიჭოს კრიტერიუმების მიხედვით პრიორიტეტი სავიზო განაცხადის გარკვეულ კატეგორიებს, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან ან შემდგომ შეიცვალოს. CGI არ არის პასუხისმგებელი ამ კრიტერიუმების დადგენაზე და არ იძლევა გარანტიას გასაუბრების დანიშვნაზე ან სხვა მომსახურებაზე.

გასაუბრების მოლოდინის დრო

  • აშშ-ის საელჩოში ან საკონსულოში გასაუბრების დანიშვნის სავარაუდო ლოდინის დრო შეიძლება შეიცვალოს და დამოკიდებული იყოს განმცხადებლების საერთო რაოდენობაზე, ასევე, საკონსულოს პერსონალის დატვირთვაზე, რაც არ იძლევა გარანტიას გასაუბრების დანიშვნაზე თქვენთვის სასურველ დროს.

პასპორტის ადგილზე მიწოდება

  • პასპორტის მიწოდება ხდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ადგილზე მიწოდების მისამართი შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ დანიშნული ინტერვიუს დღის საღამოს 11:59 საათამდე. თუ ცვლილება აუცილებელია, ამის გაკეთება შესაძლებელია ვებსაიტიდან http://ustraveldocs.com, აპლიკანტის პროფილიდან.
  • თუ განმცხადებელის განაცხადი დამტკიცებულია, განმცხადებლის პასპორტის და ვიზის გაგზავნა მოხდება ან:
    • განმცხადებლის სახლის/ოფისის მისამართზე (პრემიუმ მიწოდების სერვისი). ამისთვის არსებობს დამატებითი გადასახადი 6,50 ლარი (ერთ პასპორტზე) თბილისის ფარგლებში და 10,00 ლარი (ერთ პასპორტზე) საქართველოს სხვა ქალაქებში და რომელსაც TNT სერვისს უხდით უშუალოდ მიწოდების დროს.
    • TNT შეინახავს განმცხადებლის პასპორტს ვიზით იმ TNT ოფისში, რომელსაც თქვენ უთითებთ მაშინ როცა განმცხადებლი არეგისტრირებს ინტერვიუს დღეს. ამ სერვისისთვის დამატებითი გადასახადი გათვალისწინებული არ არის.
  • თუ განმცხადებელი აირჩევს პრემიუმ მიწოდების სერვისს, TNT დაუკავშირდება განმცხადებელს და შეათანხმებს მიწოდების თარიღს და დროს. ვინმე უნდა იყოს განმცხადებლის სახლში/ოფისში, როდესაც კურიერი მოიტანს თქვენს პასპორტს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ TNT განახორციელებს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით პასპორტის მიწოდების მცდელობას განმცხადებლის სახლის/ოფისის მისამართზე. ამის შემდეგ, განმცხადებლის პასპორტი უბრუნდება საელჩოს/საკონსულოს და განმცხადებელს დაუკავშირდა საელჩოს საკონსულოს თანამშრომელი, რომელიც შეათანხმებს, თუ როგორ მოხდეს პასპორტის დაბრუნება განმცხადებელისთვის.
  • თუ პასპორტის წაღება არ მოხდა 15 კალენდარული დღის განმავლობაში ერთ-ერთი შერჩეული ადგილმდებარეობიდან ან არ მოხდა მიწოდება განმცხადებლების მისამართზე პრემიუმ სერვისის გამოყენებით იმის გამო, რომ განმცხადებელი არ იყო ადგილზე, ის უბრუნდება ამერიკის შესაბამის საელჩოს/საკონსულოს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებლებს მიაქვთ მათი პასპორტები/დოკუმენტები უშუალოდ ამერიკის საელჩოდან/საკონსულოდან.
  • პასპორტის წასაღებად, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მთავრობის მიერ გაცემული მისი პირადობის მოწმობა ფოტოსურათით. წარმომადგენლებმა, რომელთაც განმცხადებელისათვის პასპორტის წაღება სურს, თან უნდა იქონიონ მთავრობის მიერ გაცემული საკუთარი პირადობის მოწმობა ფოტოსურათით, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და მინდობილობის წერილის დედანი. ჯგუფის შემთხვევაში, ერთი მინდობილობის წერილის დედანის არსებობა ჯგუფის ყველა განმცხადებლისთვის საკმარისია.

ვიზის გაცემა

ვიზის გაცემის ან უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ საელჩო საქართველოში.

ინტერნეტით გადაცემა

იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტი არის გლობალური გარემო, ინტერნეტით მეშვეობით პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება აუცილებლად გულისხმობს მონაცემთა გადაცემას საერთაშორისო დონეზე. ამ ვებსაიტის დათვალიერებით და CGI-თან ელექტრონული კომუნიკაციით, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ ეთანხმებიან CGI-ის მიერ პერსონალური მონაცემების ამ გზით დამუშავებას.

სხვა ვებსაიტები

CGI-ის ვებსაიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა საიტებზე, რომლებიც არ ექვემდებარებიან CGI-ის კონტროლს და მათ არ ფარავს აღნიშნული პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. თუ განმცხადებლები ისარგებლებენ ამ ბულებით მონიჭებულ წვდომებს სხვა საიტებზე გადასასვლელად, ამ საიტების ოპერატორებმა შეიძლება შეაგროვონ განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია. მათ შეუძლიათ ისარგებლონ ამ ინფორმაციით მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს CGI-გან. CGI-ს, ჩვენს ოფიცრებს, თანამშრომლებს, ან აგენტებს არ აკისრიათ არანაირი სახის პასუხისმგებლობა ან ვალდებულება ამ სხვა საიტებზე ან ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელსაც ისინი შეიცავენ, რომელთაგან არც ერთის გადამოწმება და დადასტურება არ ხდება CGI-ს ან მისი კომპანიონების მიერ.

ზოგადი

მოცემული წესების და პირობების შინაარსი შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს და მომხმარებლები უნდა დაემორჩილონ პირობებს, რომელიც მოქმედი იქნება მათი გამოყენების დროს.