221(g) დოკუმენტების წარდგენა

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

აშშ-ის საელჩოში შეიძლება გადმოგცენ 221(g) წერილი, რომელშიც თქვენს ვიზასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტების ან ინფორმაციის წარდგენის დირექტივები იქნება მოცემული. თქვენი განაცხადი საელჩოში დაყოვნდება აღნიშნული დოკუმენტების წარდგენამდე.

221(g) წერილში მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია უნდა წარადგინოთ TNT-ის უახლოეს ოფისში 221(g) წერილის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში. მოთხოვნილი ინფორმაციის ერთი წლის ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში, თქვენი სავიზო განაცხადი შეჩერდება. სავიზო განაცხადის პროცესის გასაგრძელებლად თქვენ დაგჭირდებათ ახალი განაცხადის შეტანა და ყველა შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა.

221(g) დოკუმენტების წარდგენის წესი

ელექტრონულიასლებიიმეილისმეშვეობით
თუმიიღეთინსტრუქციადოკუმენტებისელექტრონულიასლებისიმეილითგაგზავნისშესახებ, გაუგზავნეთ PDFფაილიიმსაკონსულოს, რომელმაცგადმოგცათთქვენი 221g წერილი. ფაილიარუნდააღემატებოდეს 3 მეგაბაიტს.

TbilisiConsular@state.gov

საფეხური 1

დააწკაპუნეთ აქ და ამობეჭდეთ დოკუმენტების წარდგენის ბლანკი. შეავსეთ ჩამონათვალი ხელით.

საფეხური 2

მიბრძანდით TNT-ის უახლოეს ოფისში. თან იქონიეთ საელჩოს მიერ გაცემული 221 (g) მოთხოვნა, ატლასიდან ამობეჭდილი 221 (g) დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა და, ასევე, ყველა ის დოკუმენტი (მათ შორის პასპორტიც, საელჩოს მოთხოვნისამებრ), რომელიც მითითებულია 221 (g) მოთხოვნაში.

საფეხური 3

ჩააბარეთ დოკუმენტები (მათ შორის, პასპორტიც, საელჩოს მოთხოვნისამებრ) TNT ოფისის დოკუმენტების მიმღებ პუნქტს. TNT-ში დოკუმენტების ქვითრის სახით, გადმოგცემენ თქვენი ავია ზედნადების ასლს.

საფეხური 4

TNT თქვენს დოკუმენტებს საელჩოს მიაწვდის.

საფეხური 5

განხილულ დოკუმენტაციას საელჩო გადასცემს TNT ოფისს. TNT დოკუმენტებსა და პასპორტს თქვენს მიერ არჩეულ მისამართზე დაგიბრუნებთ. გაცემის შემთხვევაში, პასპორტი ვიზასთან ერთად დაგიბრუნდებათ. საელჩოდან შეიძლება მიიღოთ ახალი 221 (g) მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენაზე.