ბიზნესი / ტურისტული ვიზა

FAQ

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

B-1/B-2 სტუმრის ვიზა განკუთვნილია პირებისთვის, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დროებით საქმიანი (B-1) ან გართობის ან მკურნალობის (B-2) მიზნით მიემგზავრებიან. ზოგადად, B-1 ვიზა გაიცემა მოგზაურებზე, რომლებიც კონსულტაციას გადიან საქმიან პარტნიორთან, ესწრებიან სამეცნიერო, საგანმანათლებლო, პროფესიულ ან საქმიან შეხვედრებს/კონფერენციებს, აგვარებენ ქონებრივ საკითხებს ან აწარმოებენ სახელშეკრულებო მოლაპარაკებებს. B-2 ვიზა გაიცემა რეკრეაციული ხასიათის მოგზაურობებისთვის, მათ შორისაა, ტურიზმი, მეგობრების ან ნათესავების მონახულება, მკურნალობა და ძმური, სოციალური ან მომსახურების ხასიათის საქმიანობები. ხშირად, B-1 და B-2 ვიზები ერთიანდება და გაიცემა ერთი ვიზის სახით: B-1/B-2.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

თუ B-1/B-2 ვიზაზე შეგაქვთ განაცხადი, უნდა დაარწმუნოთ საკონსულოს ოფიცერი, რომ აშშ-ის იმიგრაციის და მოქალაქეობის კანონის (INA) შესაბამისად, აშშ-ის ვიზის მიღების უფლება გაქვთ. INA-ს 214(b) ნაწილი ვარაუდობს, რომ B-1/B-2-ზე ყოველ განმცხადებელს იმიგრაციის განზრახვა აქვს. კანონის ვარაუდი შემდეგის დამტკიცების გზით უნდა გადალახოთ:

  • რომ აშშ-ში თქვენი გამგზავრების მიზანი დროებითი, მაგალითად, საქმიანი, გასართობი ან სამკურნალო ვიზიტია
  • რომ აშშ-ში დარჩენას გარკვეული, შეზღუდული დროით აპირებთ
  • მონაცემები ფულადი სახსრების შესახებ, რითაც დაფარავთ თქვენს ხარჯებს შეერთებულ შტატებში ყოფნის განმავლობაში
  • რომ თქვენ გაქვთ საცხოვრებელი აშშ-ის გარეთ, აგრეთვე, სხვა სოციალური ან ეკონომიკური კავშირები, რაც ვიზიტის დასრულების შემდეგ თქვენი დაბრუნების გარანტიას იძლევა

პირად თანაშემწეებზე ან შინამოსამსახურეებზე და კონტინენტური შელფის გარე ზონაში გემის ბორტზე მომუშავე ეკიპაჟის წევრებზე B-1 ვიზა შეიძლება გარკვეულ გარემოებებში გაიცეს.

ზოგიერთი უცხო ქვეყნის ქვეშევრდომი ვიზას ვერ მიიღებს, იმიგრაციის და მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად. იმიგრაციის და მოქალაქეობის კანონის და ვიზის მისაღებად შესაბამისობის კრიტერიუმების თაობაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ.

განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები

თუ საქმიან/ტურისტულ ვიზაზე შეგაქვთ განაცხადი, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინოთ:

  • არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა. DS-160-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ DS-160-ის ვებგვერდს.
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო მოქმედი პასპორტი, რომლის ვადა შეერთებულ შტატებში ყოფნის თქვენს მიერ განზრახულ პერიოდს, სულ მცირე, ექვსი თვით აღემატება (თუ ქვეყანასთან სპეციფიკური შეთანხმებები გამონაკლისს არ უშვებს). თუ თქვენს პასპორტში ერთზე მეტი პირია ჩაწერილი, განაცხადი უნდა შეიტანოს თითოეულმა პირმა, რომელსაც ვიზის მიღება სურს.
  • ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი (1) ფოტოსურათი 2"x2" (5სმ×5სმ). ფოტოსურათის საჭირო ფორმატის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ვებგვერდზე.
  • ქვითარი, რომელიც ადასტურებს გადახდას, თქვენს მიერ არასაიმიგრაციო ვიზის განაცხადის არაანაზღაურებად მოსაკრებლს, გადახდილია ადგილობრივ ვალუტაში. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის თაობაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებგვერდზე. ვიზის გაცემის შემთხვევაში, შესაძლებელია დაგჭირდეთ ვიზის გაცემის დამატებითი, ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა, თქვენი მოქალაქეობის მიხედვით. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, მოგიწევთ თუ არა ვიზის გაცემის ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა და დაადგინოთ მოსაკრებლის ოდენობა.

აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა წარადგინოთ გასაუბრების დანიშვნის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ამ მომსახურების საშუალებით დანიშნეთ გასაუბრების დღე. აგრეთვე, თან უნდა იქონიოთ ყველა დამხმარე დოკუმენტი, რომელიც, თქვენი აზრით, ადასტურებს საკონსულოს ოფიცრისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.

როგორ შევიტანოთ განაცხადი

საფეხური 1
გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი..

საფეხური 2
შეავსეთ არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა.

საფეხური 3
ჩაეწერეთ გასაუბრებაზე ამ. ვებგვერდის საშუალებით. გასაუბრებაზე ჩაწერისთვის დაგჭირდებათ სამი მონაცემი:

      • თქვენი პასპორტის ნომერი
      • თქვენი საქართველოს ბანკის ქვითრის ნომერი. (თუ ამ ნომრის მოსაძიებლად დახმარება გჭირდებათ, აქ დააწკაპუნეთ.)
      • შტრიხკოდის ათ(10)-ციფრიანი ნომერი თქვენი DS-160 დასტურის ფურცლიდან

საფეხური 4
მიბრძანდით აშშ-ის საელჩოში თქვენი გასაუბრების დღესა და საათზე. თან უნდა იქონიოთ თქვენი გასაუბრების დანიშვნის წერილის ამობეჭდილი ასლი, თქვენი DS-160 დასტურის ფურცელი, ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი ფოტოსურათი, თქვენი ახლანდელი და ყველა ძველი პასპორტი და სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ორიგინალი. განაცხადი, რომელიც ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.

დამხმარე დოკუმენტაცია

დამხმარე დოკუმენტაცია მრავალი ფაქტორიდან ერთ-ერთია, რომელსაც საკონსულოს ოფიცერი გასაუბრების დროს მხედველობაში მიიღებს. საკონსულოს ოფიცრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავენ და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ პროფესიულ, სოციალურ, კულტურულ და სხვა ფაქტორებს. საკონსულოს ოფიცრებმა, შეიძლება, ყურადღება მიაქციონ თქვენს ინდივიდუალურ განზრახვებს, ოჯახურ მდგომარეობას და თქვენს ქვეყანაში შორს მიმავალ გეგმებს და პერსპექტივებს. ყოველი საქმე ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილების მიღება კანონის შესაბამისად ხდება.

გაფრთხილებთ: არ წარმოადგინოთ ყალბი დოკუმენტები. თაღლითობის ან ფაქტების დამახინჯების გამო, ვიზის მიღების უფლება შეიძლება სამუდამოდ ჩამოგერთვათ. თუ საქმე კონფიდენციალურია, განმცხადებელმა დოკუმენტები საელჩოში დალუქული კონვერტით უნდა მიიტანოს. საელჩო აღნიშნულ ინფორმაციას არავისთვის არ გახდის ხელმისაწვდომს და პატივს სცემს მის კონფიდენციალურობას.

გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები: დოკუმენტთა ორიგინალებს ყოველთვის უპირატესობა ენიჭება ფოტოასლებთან შედარებით და სწორედ ისინი უნდა მიიტანოთ გასაუბრებაზე. დამხმარე დოკუმენტები საელჩოში ფაქსით, ელ. ფოსტით ან ჩვეულებრივი ფოსტით არ გააგზავნოთ.

  • შემოსავლის, გადასახადების გადახდის, ქონების ან ფირმის ფლობის ან აქტივის მიმდინარე დამადასტურებელი საბუთები.
  • თქვენი მგზავრობის მარშრუტი და/ან დაგეგმილი მოგზაურობის სხვა დახასიათება.
  • წერილი თქვენი დამსაქმებლისგან, რომელშიც აღწერილია თქვენი თანამდებობა, ხელფასი, სამუშაო სტაჟი, ნებისმიერი ნებადართული შვებულება და, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, აშშ-ში მოგზაურობის საქმიანი მიზანი.
  • კრიმინალური/სასამართლო ოქმები, დაკავების ან რაიმე სახის დარღვევის თაობაზე, მათ შორის, სასჯელის მოხდის ან შეწყალების შემთხვევაშიც.

გარდა ამისა, თქვენი მოგზაურობის მიზნის მიხედვით, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი დოკუმენტების საჭიროება:

სტუდენტები

      თან იქონიეთ თქვენი ბოლო შედეგები სკოლაში, ამონაწერი სასწავლო ბარათიდან და ხარისხები/დიპლომები. აგრეთვე, მიიტანეთ ფინანსური მხარდაჭრის დამადასტურებელი საბუთები, როგორიცაა, საბანკო ანგარიშის თვიური ბალანსი, ვადიანი სადეპოზიტო ბარათები და სხვა.

 

სამუშაოდ მიმავალი ზრდასრული პირები

      თან იქონიეთ დასაქმების წერილი თქვენი დამსაქმებლისგან და ბოლო სამი თვის სახელფასო უწყისი.

 

მეწარმეები და კომპანიის დირექტორები

      თან იქონიეთ კომპანიაში თქვენი თანამდებობის და ანაზღაურების დამადასტურებელი საბუთები.

 

ნათესავის მონახულება

      თან იქონიეთ თქვენი ნათესავის სტატუსის დამადასტურებელი საბუთების (მაგ., მწვანე ბარათის, ნატურალიზაციის სერტიფიკატის, მოქმედი ვიზის, და ა.შ.) ფოტოასლები.

 

წარსულში აშშ-ში მყოფი პირები

      თუ წარსულში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდით, უნდა წარმოადგინოთ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ამოწმებს თქვენს საიმიგრაციო ან სავიზო სტატუსს.

 

დამხმარე დოკუმენტაცია სამკურნალოდ მიმავალი განმცხადებლებისთვის

თუ აშშ-ში სამკურნალოდ გამგზავრება გსურთ, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და საკონსულოს ოფიცრის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტებისა, მზად უნდა იყოთ შემდეგი დოკუმენტაციის წარსადგენად:

  • ადგილობრივი ექიმის სამედიცინო დიაგნოზი, რომელშიც ახსნილია თქვენი დაავადების ბუნება და ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობის საჭიროება.
  • ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექიმის ან სამედიცინო დაწესებულების წერილი, რომელიც გამოხატავს მზადყოფნას მოცემული დაავადების სამკურნალოდ და დეტალურად აღწერს მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლიობას და ღირებულებას (ექიმის ჰონორარის, ჰოსპიტალიზაციის საფასურის და ყველა სახის სამედიცინო ხარჯების ჩათვლით).
  • განცხადება ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ იმ პირების ან ორგანიზაციებისგან, რომლებიც თქვენი ტრანსპორტირების, მკურნალობის და საცხოვრებელ ხარჯებს ანაზღაურებენ. პირებმა, რომლებიც აღნიშნული ხარჯების გადახდას საკუთარ თავზე იღებენ, უნდა წარმოადგინონ ამის უნარის დამადასტურებელი საბუთები, საბანკო ან შემოსავლის/დანაზოგის სხვა ანგარიშის ფორმით ან საშემოსავლო საგადასახადო დეკლარაციის დამოწმებული ასლების სახით.

სავიზო გასაუბრებაზე წარსადგენი დამხმარე საბუთების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ აშშ-ს საელჩოს ვებ-გვერდს:
http://georgia.usembassy.gov/consular/non-immigrant-visas/medical-cases.html

ვიზის განახლების ელექტრონული სისტემა (EVUS)

შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად სავიზო ვადების გაგრძელებაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის 2016 წლის 29 ნოემბრიდან , ჩინეთის მოქალაქეებს რომლებსაც აქვთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პასპორტში ვიზები B1, B2 ან B1/B2, 10 წლიანი ვადით, უნდა განაახლონ თავიანთი ბიოგრაფიული მონაცემები და ასევე ამ საიტზე ყველა სავიზო განაცხადითვის მითითბული ინფორმაცია ყოველ ორ წელიწადში, ასევე ახალი პასპორტის მიღებისას ან ვიზის B1,B2, ან B1/B2, გამომდინარე იქიდან რომელი იქნება პირველი მიღებული. ამ პროცედურას ეწოდება EVUS ელექტრონული ვიზების განახლების სისტემა. საიტი www.EVUS.gov .უკვე ხემისაწვდომია მოქალაქეთა რეგისტრაციისთვის. ამჟამად საბაჟო სასაზღვრო კონტროლი (CBP) არ ითხოვს გადასახადს სისტემა EVUS-ში მონაცემების შეტანისას. მომავალში CBP გეგმავს დააკისროს გადასახადი რეგისტრაციის სისტემაში EVUS, მაგრამ დრო ჯერ არ არის განსაზღვრული. საფასურის შემოღებამდე ამ ვიზების მფლობელებს შეუძლიათ უფასოდ შეიტანონ თავიანთი მონაცემები EVUS სისტემაში. ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი და საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის ბიურო (CBP) და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი აცნობებს ამ ვიზის მფლობელებს მითითებულ ცვლილებებს მთელი წლის განმავლობაში. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ საიტს www.cbp.gov/EVUS.

根据美中双方签署的延长签证有效期的协议,自2016年11月29日起,凡持有10 年 期B1,B2 或 B1/B2签证的中华人民共和国护照持有人需要每两年或在获取新护照或最长有效期的B1、B2或B1/B2签证时时(以先到者为准),通过网站更新他们签证申请上的个人资料及其它信息。这个机制我们称之为EVUS –签证更新电子系统。 EVUS的登记网站www.EVUS.gov 现已开放接受登记。美国海关和边境保护局(CBP)目前不会收取登记费用。美国海关和边境保护局预期EVUS登记收费最终会实施,但目前尚未落实执行时间。在收费实施前,旅客可以免费完成EVUS登记。美国国土安全部海关和边境保护局将在今年及时向签证持有人公布最新的信息。获取更多的信息,请访问 www.cbp.gov/EVUS.

დამატებითი ინფორმაცია

საქმიანი და ტურისტული ვიზების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტს.