სამუშაო ვიზა

FAQ

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

თუ აშშ-ში დროებით, არაიმიგრანტის სტატუსით მუშაობა გსურთ, აშშ-ის საიმიგრაციო კანონის თანახმად, თქვენ გჭირდებათ სპეციალური ვიზა, რომელიც თქვენი სამუშაოს ტიპის მიხედვით გაიცემა. დროებით მომუშავეთა კატეგორიების უმრავლესობა მოითხოვს, რომ თქვენმა მომავალმა დამსაქმებელმა ან აგენტმა წარადგინოს პეტიცია, რომელიც თქვენს მიერ სამუშაო ვიზაზე განაცხადის შეტანამდე, აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურმა (USCIS) უნდა დაამტკიცოს.

H, L, O, P და Q ვიზებზე ყველა განმცხადებელს უნდა ჰქონდეს აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) მიერ მათ სახელზე დამტკიცებული პეტიცია. საელჩოში სამუშაო ვიზაზე განაცხადის შეტანა შეგიძლიათ პეტიციის, ფორმა I-129-ის, დამტკიცების შემდეგ. როდესაც თქვენი პეტიცია დამტკიცდება, თქვენი დამსაქმებელი ან აგენტი მიიღებს შეტყობინებას საქმის აღძვრის შესახებ, ფორმა I-797-ს, რაც პეტიციის დამტკიცების ცნობად ითვლება. საკონსულოს ოფიცერი, გასაუბრების დროს, შეამოწმებს, დამტკიცებულია თუ არა თქვენი პეტიცია, სახელმწიფო დეპარტამენტის პეტიციების საინფორმაციო მართვის სამსახურის (PIMS) საშუალებით.

თქვენი I-129 პეტიციის ქვითრის ნომერი თან უნდა იქონიოთ საელჩოში გასაუბრებაზე, პეტიციის დამტკიცების გადამოწმების მიზნით. ყურადღება მიაქციეთ, რომ პეტიციის დამტკიცება არ იძლევა ვიზის გაცემის გარანტიას, თუ აღმოჩნდა, რომ აშშ-ის საიმიგრაციო კანონის თანახმად, არ გაქვთ ვიზის მიღების უფლება.

ვიზების დახასიათება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

H-1B (სპეციალობით მომუშავეებისთვის)
H-1B ვიზა დაგჭირდებათ, თუ შეერთებულ შტატებში წინასწარ დაგეგმილი პროფესიული სამუშაოს შესრულების მიზნით მიემგზავრებით. მის მისაღებად, უნდა გქონდეთ ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხი (ან ეკვივალენტური ხარისხი) სპეციალობაში, რომელშიც დასაქმება გსურთ. აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახური (USCIS) განსაზღვრავს, შეესაბამება თუ არა თქვენი სამუშაო სპეციალობას და გაგაჩნიათ თუ საკმარისი კვალიფიკაცია სამუშაოს შესასრულებლად. თქვენმა დამსაქმებელმა შრომის დეპარტამენტში უნდა წარადგინოს განაცხადი შრომითი პირობების შესახებ, რომელიც შეეხება თქვენთან სამუშაო კონტრაქტის პირობებს.

ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული  დროებითი სამუშაო ვიზა  H-1B1

ჩილესა და სინგაპურის მიერ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საშუალებას აძლევს ჩილეს და სინგაპურის კვალიფიცირებულ მოქალაქეებს დროებით იმუშაონ შეერთებულ შტატებში გარკვეულ შემთხვევებში. მხოლოდ ჩილეს და სინგაპურის მოქალაქეებს გააჩნიათ უფლება იყვნენ ძირითადი განმცხადებლები, თუმცა მათი მეუღლეები და შვილები შესაძლებელია იყვნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

H-1B1 ვიზების განმცხადებლებს უკვე უნდა გააჩნდეთ ამერიკელი დამქირავებლისგან სამუშაოს შემოთავაზება  მათ მიერ არჩეულ სფეროში,  მაგრამ დამქირავებელმა არ უნდა წარმოადგინოს I-129 ფორმა, პეტიცია არა-იმიგრანტი მოსამსახურისთვის,  განმცხადებელს კი არ სჭირდება  I-797 ფორმის, დასტურის შეტყობინების მიღება ვიზის განაცხადის წარდგენამდე. თუმცა, სანამ ვიზაზე შეიტანდეს განაცხადს, განმცხადებელს სჭირდება საგარეო შრომის სერტიფიცირების განაცხადის წარდგენა შრომის დეპარტამენტში.  H-1B1 ვიზის შესახებ მეტი  ინფორმაციის მიღებისთვის, გთხოვთ ეწვიოთ: https://travel.state.gov/content/visas/en/employment/temporary.html

H-2A (სასოფლო-სამეურნეო სეზონური მუშახელისთვის)
H-2A ვიზა დამსაქმებლებს აშშ-დან ქვეყანაში უცხოელი მოქალაქეების ჩამოყვანის საშუალებას აძლევს, დროებითი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ადგილების შევსების მიზნით, რომლებზეც აშშ-ში მუშახელი არ არსებობს. H-2A არასაიმიგრაციო კლასიფიკაცია გეხებათ, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში დროებით ჩასვლა გსურთ, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს ან დროებითი ან სეზონური ხასიათის მომსახურების შესრულების მიზნით. დამსაქმებელმა აშშ-დან (ან აშშ-ის სასოფლო-სამეურნეო მეწარმეების ასოციაციამ, ე.წ. ერთობლივი დამსაქმებელი) თქვენს სახელზე უნდა წარადგინოს ფორმა I-129, პეტიცია არაიმიგრანტი მუშახელისთვის.

H-2B ვიზა (კვალიფიცირებული და არაკვალიფიცირებული მუშახელისთვის)
აღნიშნული ვიზა გჭირდებათ, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებით დროებითი ან სეზონური სამუშაოს შესასრულებლად, რომელზეც აშშ-ში მუშახელის ნაკლებობაა. თქვენს დამსაქმებელს მოეთხოვება, მიიღოს დასტური შრომის დეპარტამენტისგან, რომ აშშ-ში არ არის ხელმისაწვდომი კვალიფიცირებული მუშახელი იმ ტიპის სამუშაოსთვის, რომელსაც თქვენი პეტიცია ემყარება.

H-3 (სტაჟიორებისთვის)
H-3 გჭირდებათ, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებით ორ წლამდე ვადით, რათა დამსაქმებლისგან ნებისმიერ სფეროში გაიაროთ წვრთნა, რომელიც არ წარმოადგენს სამაგისტრო განათლებას ან სწავლებას. თქვენი სწავლება შესაძლებელია ანაზღაურებადი იყოს, ასევე, ნებადართულია პრაქტიკული მუშაობა. წვრთნა არ შეიძლება გამოიყენოთ პროდუქტიული დასაქმებისთვის და არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თქვენს ქვეყანაში.

H-4 (მატერიალურად დამოკიდებულ პირთათვის)
თუ მოქმედი H ვიზის ძირითადი მფლობელი ხართ, თქვენს მეუღლეს ან დაუქორწინებელ შვილებს (21 წლამდე) შეუძლიათ მიიღონ H-4 ვიზა, რათა გამოგყვნენ შეერთებულ შტატებში. თუმცა, თქვენს მეუღლეს/შვილებს არა აქვთ მუშაობის უფლება, შეერთებულ შტატებში ყოფნის მანძილზე.

L-1 (კომპანიის შიდა გადაადგილებულ პირთათვის)
L-1 გჭირდებათ, თუ მუშაობთ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც დროებით შეერთებულ შტატებში, იმავე კომპანიის ცენტრალურ განყოფილებაში, ფილიალში ან შვილობილ კომპანიაში გაგზავნით. საერთაშორისო კომპანია შეიძლება იყოს როგორც აშშ-ის, ისე უცხოური ორგანიზაცია. L-1 ვიზის მისაღებად, მმართველ ან აღმასრულებელ დონეზე უნდა მუშაობდეთ ან სპეციალიზებულ ცოდნას ფლობდეთ და უნდა მოიაზრებოდეთ აშშ-ის კომპანიაში აღნიშნულიდან რომელიმე დონის თანამდებობაზე, თუმცა არა აუცილებლად იმავე თანამდებობაზე, რომელიც მანამდე გეკავათ. გარდა ამისა, აშშ-ის ტერიტორიაზე დაშვებაზე განაცხადის შეტანამდე სამი წლის პერიოდში, ერთი წლის მანძილზე, უწყვეტად უნდა გქონდეთ ნამუშევარი საერთაშორისო კომპანიაში შეერთებული შტატების გარეთ. L-1 ვიზაზე განაცხადი შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ შეიტანოთ, რაც აშშ-ში თქვენი კომპანია ან ფილიალი აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურიდან (USCIS) დამტკიცებულ პეტიციას მიიღებს, ”ზოგად” („blanket”) ან ინდივიდუალურ საფუძველზე.p>

L-2 (მატერიალურად დამოკიდებულ პირთათვის)
თუ მოქმედი L ვიზის ძირითადი მფლობელი ხართ, თქვენს მეუღლეს ან დაუქორწინებელ შვილებს (21 წლამდე) შეუძლიათ მიიღონ ეს მეორადი ვიზა. კანონის უახლესი ცვლილების მიხედვით, თქვენს მეუღლეს შეუძლია მუშაობის ნებართვის მიღება. თქვენი მეუღლე შეერთებულ შტატებში უნდა ჩავიდეს საკუთარი L-2 ვიზით და ამის შემდეგ წარადგინოს შევსებული ფორმა I-765 (რომლის აღებაც შესაძლებელია აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურში (USCIS)), განაცხადის მოსაკრებელთან ერთად. თქვენს შვილებს არა აქვთ შეერთებულ შტატებში მუშაობის უფლება.

O
O კატეგორიის ვიზები გაიცემა მეცნიერების, ხელოვნების, განათლების, ბიზნესის და სპორტის დარგებში არაორდინალური უნარების, ასევე, მხატვრულ ფილმებსა და სატელევიზიო პროგრამებში არაორდინალური მიღწევების მქონე პირებზე და მათ უშუალო დამხმარე პერსონალზე.

P (ხელოვნების დარგის წარმომადგენლებისთვის)
P კატეგორიის ვიზები გაიცემა სპორტსმენებზე, ხელოვნების დარგის წარმომადგენლებზე და უშუალო დამხმარე პერსონალზე, რომლებიც შეერთებულ შტატებში წარმოდგენისთვის მიემგზავრებიან.

Q
Q ვიზა გჭირდებათ, თუ შეერთებულ შტატებში საერთაშორისო კულტურულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის მიემგზავრებით, რათა განახორციელოთ პრაქტიკული სწავლება, დასაქმება და თქვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის და ტრადიციების გაცნობა. თქვენ უნდა გქონდეთ პროგრამის სპონსორის მიერ თქვენს სახელზე წარდგენილი პეტიცია და იგი დამტკიცებული უნდა იყოს აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) მიერ.

როდის უნდა შეიტანოთ განაცხადი

საელჩომ თქვენი H, L, O, P ან Q ვიზებზე განაცხადი შეიძლება განიხილოს თქვენს I-797-ზე მითითებულ დასაქმების სტატუსამდე, მაქსიმუმ, 90 დღით ადრე. თუმცა, მოგზაურობის დაგეგმვისას, გაითვალისწინეთ, რომ ფედერალური ნორმების გამო, ვიზის გამოყენება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესასვლელად, თქვენს I-797-ზე მითითებული დამტკიცებული სტატუსის პერიოდის დაწყებამდე მხოლოდ ათი დღით ადრე შეგიძლიათ.

განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები

თუ განაცხადი H, L, O, P, ან Q ვიზებზე შეგაქვთ, უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა. DS-160-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ DS-160-ის ვებგვერდს.
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო მოქმედი პასპორტი, რომლის ვადა შეერთებულ შტატებში ყოფნის თქვენს მიერ განზრახულ პერიოდს, სულ მცირე, ექვსი თვით აღემატება (თუ ქვეყანასთან სპეციფიკური შეთანხმებები გამონაკლისს არ უშვებს). თუ თქვენს პასპორტში ერთზე მეტი პირია ჩაწერილი, განაცხადი უნდა შეიტანოს თითოეულმა პირმა, რომელსაც ვიზის მიღება სურს.
  • ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი (1) ფოტოსურათი 2"x2" (5სმ×5სმ). ფოტოსურათის საჭირო ფორმატის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ვებგვერდზე.
  • ქვითარი, რომელიც ადასტურებს გადახდას, თქვენს მიერ არასაიმიგრაციო ვიზის განაცხადის არაანაზღაურებად მოსაკრებლს, გადახდილია ადგილობრივ ვალუტაში. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის თაობაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებგვერდზე. ვიზის გაცემის შემთხვევაში, შესაძლებელია დაგჭირდეთ ვიზის გაცემის დამატებითი, ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა, თქვენი მოქალაქეობის მიხედვით. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, მოგიწევთ თუ არა ვიზის გაცემის ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა და დაადგინოთ მოსაკრებლის ოდენობა.
  • თუ L-1 ვიზაზე ზოგადი (blanket) პეტიციით შეგაქვთ განაცხადი, უნდა გადაიხადოთ თაღლითობის პრევენციისა და გამოძიების მოსაკრებელი (მეტი ინფორმაცია ამ მოსაკრებლის შესახებ იხილეთ აქ).
  • თქვენს დამტკიცებულ I-129 პეტიციაზე აღნიშნული ქვითრის ნომერი. I-797 ფორმის ასლები არ მოითხოვება გასაუბრებაზე.

აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა წარადგინოთ გასაუბრების დანიშვნის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ამ მომსახურების საშუალებით დანიშნეთ გასაუბრების დღე. აგრეთვე, თან უნდა იქონიოთ ყველა დამხმარე დოკუმენტი, რომელიც, თქვენი აზრით, ადასტურებს საკონსულოს ოფიცრისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.

როგორ შევიტანოთ განაცხადი

საფეხური 1
გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი.

საფეხური 2
შეავსეთ არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა.

საფეხური 3
ჩაეწერეთ გასაუბრებაზე ამ ვებგვერდის საშუალებით. გასაუბრებაზე ჩაწერისთვის დაგჭირდებათ სამი მონაცემი:

      • თქვენი პასპორტის ნომერი
      • თქვენი საქართველოს ბანკის ქვითრის ნომერი. (თუ ამ ნომრის მოსაძიებლად დახმარება გჭირდებათ, აქ დააწკაპუნეთ.)
      • შტრიხკოდის ათ(10)-ციფრიანი ნომერი თქვენი DS-160 დასტურის ფურცლიდან

საფეხური 4
მიბრძანდით აშშ-ის საელჩოში თქვენი გასაუბრების დღესა და საათზე. თან უნდა იქონიოთ თქვენი გასაუბრების დანიშვნის წერილის ამობეჭდილი ასლი, თქვენი DS-160 დასტურის ფურცელი, ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი ფოტოსურათი, თქვენი ახლანდელი და ყველა ძველი პასპორტი და სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ორიგინალი. განაცხადი, რომელიც ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.

დამხმარე დოკუმენტაცია

აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა წარადგინოთ გასაუბრების დანიშვნის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ამ მომსახურების საშუალებით დანიშნეთ გასაუბრების დღე. აგრეთვე, თან უნდა იქონიოთ ყველა დამხმარე დოკუმენტი, რომელიც, თქვენი აზრით, ადასტურებს საკონსულოს ოფიცრისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.

გაფრთხილებთ: არ წარმოადგინოთ ყალბი დოკუმენტები. თაღლითობის ან ფაქტების დამახინჯების გამო, ვიზის მიღების უფლება შეიძლება სამუდამოდ ჩამოგერთვათ. თუ საქმე კონფიდენციალურია, დოკუმენტები საელჩოში დალუქული კონვერტით მიიტანეთ. საელჩო აღნიშნულ ინფორმაციას არავისთვის არ გახდის ხელმისაწვდომს და პატივს სცემს მის კონფიდენციალურობას.

საკონსულოს ოფიცრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავენ და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ პროფესიულ, სოციალურ, კულტურულ და სხვა ფაქტორებს. საკონსულოს ოფიცრებმა, შეიძლება, ყურადღება მიაქციონ თქვენს ინდივიდუალურ განზრახვებს, ოჯახურ მდგომარეობას და თქვენს ქვეყანაში შორს მიმავალ გეგმებს და პერსპექტივებს. ყოველი საქმე ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილების მიღება კანონის შესაბამისად ხდება.

თუ ვიზაზე განაცხადი პირველად შეგაქვთ, შეგიძლიათ დაზოგოთ დრო გასაუბრებაზე შემდეგი დოკუმენტების მიტანით:

  • თქვენი სამუშაო კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები, მათ შორის, უნივერსიტეტის დიპლომები.
  • ახლანდელი და წინა დამსაქმებლების წერილების ორიგინალები, რომელშიც აღნიშნულია თქვენი თანამდებობა და პროექტები, რომლებზეც მუშაობდით, აგრეთვე, თუ რამდენ ხანს მუშაობდით მათთან.
  • თუ ამჟამად მუშაობთ და H-1B სტატუსი გაქვთ, წარმოადგინეთ მიმდინარე კალენდარული წლის სახელფასო უწყისები და თქვენი ყველა იმ წლის ფედერალური საგადასახადო დეკლარაციები (IRS ფორმა 1040 და W-2), როდესაც შეერთებულ შტატებში მუშაობდით. თან უნდა იქონიოთ:
    • სახელფასო უწყისები თქვენი ამჟამინდელი ან ბოლო სამუშაო ადგილიდან
    • კადრების მენეჯერების სახელები და მოქმედი ტელეფონის ნომრები თქვენი ამჟამინდელი და წინა სამუშაო ადგილებიდან
    • თქვენი რეზიუმე ან CV

სავიზო გასაუბრებაზე წარსადგენი დამხმარე საბუთების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ აშშ-ს საელჩოს ვებ-გვერდს:
http://georgia.usembassy.gov/work-visa.html

მატერიალურად დამოკიდებული პირები

თქვენზე მატერიალურად დამოკიდებულმა პირებმა თან უნდა იქონიონ ნებისმიერი არასაიმიგრაციო ვიზისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი, და:

  • ქორწინების (მეუღლისთვის) და/ან დაბადების მოწმობის (21 წლამდე ასაკის დაუქორწინებელი შვილებისთვის) ორიგინალები, შესაბამისად
  • თქვენი დამსაქმებლის წერილი, რომელიც ადასტურებს მის უწყვეტ დასაქმებას
  • თუ თქვენი მეუღლე ამჟამად შეერთებულ შტატებში, H1-B ვიზით მუშაობს, მისი მიმდინარე კალენდარული წლის სახელფასო უწყისები და ყველა იმ წლის ფედერალური საგადასახადო დეკლარაციები (IRS ფორმა 1040 და W-2s), როდესაც შეერთებულ შტატებში H-1B ვიზით მუშაობდა

დამატებითი ინფორმაცია

H, L, O, P და Q ვიზებზე მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ სახელმწიფო დეპარტამენტის დროებითი მომუშავეების ვებგვერდს.