განაცხადი გადაუდებელ გასაუბრებაზე

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

თუ გაუთვალისწინებელი გამგზავრება გიწევთ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი კრიტერიუმის მიხედვით, შეიძლება გადაუდებელი გასაუბრების უფლება მიიღოთ, საელჩოს შესაძლებლობიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ რომ შეესაბამებით ყველა კრიტერიუმს, რადგან განმცხადებლებს შეუძლიათ მხოლოდ ერთხელ შექმნან მოთხოვნა დაჩქარებულ გასაუბრებაზე.

აშშ-ს საელჩოს საკონსულო განყოფილება განიხილავს დაჩქარებული წესით არასაიმიგრაციო სავიზო გასაუბრების მოთხოვნას მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა მოთხოვნა დაჩქარებული წესით გასაუბრების დასანიშნად ვერ დაკმაყოფილდება. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ერთ და მეტ ქვემოთ მოცემულო პირობას:

  • გადაუდებელი სამედიცინო მზრუნველობის მოპოვების ან ნათესავის თანხლება სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით
  • ოჯახის წევრის (დედის, მამის, ძმის, დის, შვილის, ბებია, ბაბუის, შვილიშვილის) დაკრძალვის ცერემონიალზე.
  • აშშ-ს სასამართლოში გამოცხადების მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

გადაუდებელ გასაუბრებაზე განაცხადის შეტანამდე, უნდა დარწმუნდეთ, რომ სასწრაფო გამგზავრების საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები გაგაჩნიათ. თუ გასაუბრების დროს აღმოჩნდა, რომ დამახინჯებულად წარმოადგინეთ სასწრაფო გამგზავრების მიზეზები, ამგვარი ფაქტები თქვენს საქმეში დაფიქსირდება და შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს სავიზო განაცხადის შედეგზე. ყველა განმცხადებელმა ვისაც სურს სასწრაფო წესით გასაუბრების დანიშვნა, ჯერ უნდა გადაიხადოს რეგულარული გასაუბრებისათვის საჭირო სავიზო მოსაკრებელი. ის განმცხადებლები, რომლებიც ვერ გამოცხადდნენ სასწრაფო წესით დანიშნულ გასაუბრებაზე, ვეღარ მოითხოვენ მეორედ დაჩქარებული წესით გასაუბრების დანიშვნას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ სასწრაფო წესით გასაუბრების დანიშვნის მოთხოვნა იქნა უარყოფილი, თქვენ ვეღარ გააკეთებთ მეორე მოთხოვნას და თქვენ უნდა დაესწროთ ჩვეული წესით დანიშნულ გასაუბრებას.

შენიშვნა: ქორწილზე და გამოსაშვებ ცერემონიებზე დასწრების, ორსული ნათესავების დახმარების, ყოველწლიურ საქმიან/აკადემიურ/პროფესიულ კონფერენციაში მონაწილეობის ან ტურისტული მიზნით გამგზავრება არ წარმოადგენს გადაუდებელი გასაუბრების საფუძველს. ამგვარი მოგზაურობისთვის, გთხოვთ, ვიზისთვის წინასწარ ჩაეწეროთ რეგულარულ გასაუბრებაზე.

სამედიცინო აუცილებლობა

გამგზავრების მიზანია გადაუდებელი მკურნალობის მიღება ან გადაუდებელი მკურნალობისთვის მიმავალი ნათესავის ან დამსაქმებლის თანხლება.

ძირითადი დოკუმენტაცია:

  1. წერილი საქართველოში თქვენი ექიმისგან, რომელშიც აღწერილია სამედიცინო მდგომარეობა და ახსნილია, თუ რატომ გსურთ შეერთებულ შტატებში მკურნალობა.
  2. აშშ-დან ექიმის ან საავადმყოფოს წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მზად არიან მდგომარეობის სამკურნალოდ და წარმოდგენილია მკურნალობის სავარაუდო ღირებულება.
  3. დასაბუთება, თუ როგორ დაფარავთ მკურნალობის ღირებულებას.

დაკრძალვა/გარდაცვალება

გამგზავრების მიზანია შეერთებულ შტატებში უახლოესი ნათესავის (დედა, მამა, ძმა, და, შვილი) დაკრძალვაზე დასწრება ან ცხედრის გადმოსვენება.

ძირითადი დოკუმენტაცია:

  1. წერილი დაკრძალვის ორგანიზატორისგან, რომელშიც აღნიშნულია საკონტაქტო ინფორმაცია, გარდაცვლილის მონაცემები და დაკრძალვის თარიღი.
  2. აგრეთვე, უნდა წარმოადგინოთ მტკიცებულება, რომ გარდაცვლილი თქვენი უახლოესი ნათესავია.

განაცხადი გადაუდებელ გასაუბრებაზე

საფეხური 1

გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი.

საფეხური 2

შეავსეთ არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა.

საფეხური 3

გასაუბრება ონლაინ რეჟიმში უახლოეს შესაძლებელ დღეს დანიშნეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჯერ გასაუბრებაზე უნდა ჩაეწეროთ და შემდეგ შეგიძლიათ გადაუდებელი გასაუბრების მოთხოვნა. როდესაც გასაუბრებაზე ჩაეწერებით, ეკრანზე დაინახავთ შეტყობინებას, რომელიც გასაუბრების უახლოეს შესაძლებელ თარიღს გიჩვენებთ, რაც გადაუდებელ გასაუბრებასაც მოიცავს. შესაბამისად, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ არ არის გადაუდებელი გასაუბრების მოთხოვნის საჭიროება, ვინაიდან უფრო ახლო თარიღები შევსებულია. თუ გადაუდებელი გასაუბრების მოთხოვნა გსურთ, ამის შემდეგ შეავსეთ გადაუდებელი გასაუბრების ფორმა ან დახმარებისთვის ქოლ ცენტრს დაუკავშირდით. გთხოვთ, აუცილებლად აღნიშნოთ აუცილებლობა, რომელიც თქვენი აზრით გადაუდებელი გასაუბრების უფლებას მოგცემთ. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, დაელოდეთ საელჩოს პასუხს, რომელიც ელ.ფოსტაზე მოგივათ.

საფეხური 4

თუ საელჩო თქვენს მოთხოვნას მიიღებს, ელ. ფოსტაზე მიიღებთ წერილს გაფრთხილებით, რომ ჩაეწეროთ გადაუდებელ გასაუბრებაზე ონლაინ რეჟიმში. გაითვალისწინეთ, რომ ქოლ-ცენტრი ვერ ჩაგწერთ გადაუდებელ გასაუბრებაზე, მაგრამ აგენტებს შეუძლიათ დაგეხმარონ კითხვების შემთხვევაში. მას შემდეგ, რაც თქვენი მოთხოვნა სასწრაფო წესით გასაუბრების დანიშვნაზე დაკმაყოფილდა, თქვენ უნდა გააუქმოთ არსებული გასაუბრების დღე და დანიშნოთ ხელახლა, საელჩოს მიერ დადასტურებულ დღეს..თუ საელჩო არ მიიღებს თქვენს მოთხოვნას გადაუდებელ გასაუბრებაზე, ელ. ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება უარის შესახებ და თქვენ შეგინარჩუნდებათ არსებული გასაუბრება.

შენიშვნა: თქვენი მოთხოვნის მიღების დასტურის ან უარის წერილი მოგივათ მისამართიდან no-reply@ustraveldocs.com ელ. ფოსტის ზოგიერთი პროგრამა ფილტრავს უცნობ გამომგზავნებს სპამ- ან ნარჩენების (junk) საქაღალდეში. თუ არ მიგიღიათ შეტყობინება ელ. ფოსტაზე, მოძებნეთ იგი ნარჩენების (junk) და სპამ-საქაღლადეებში.

საფეხური 5

მიბრძანდით აშშ-ის საელჩოში თქვენი გასაუბრების დღესა და საათზე. თან უნდა იქონიოთ თქვენი გასაუბრების დანიშვნის წერილის ამობეჭდილი ასლი, თქვენი ფორმა DS-160-ის დასტურის ფურცელი, ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი ფოტოსურათი, თქვენი ახლანდელი და ყველა ძველი პასპორტი და სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ორიგინალი. განაცხადი, რომელიც ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.