გაცვლითი ვიზიტორის ვიზა

FAQ

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-ში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიან. ვიზაზე განაცხადის შეტანამდე, გაცვლით პროგრამაში მონაწილე ყველა განმცხადებელს მოეთხოვება მიღებული და დამტკიცებული იყოს პროგრამის ავტორიზებული სპონსორის მიერ. მიღების შემდეგ, განმცხადებელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან პროგრამის სპონსორებისგან მიიღებს ვიზაზე განაცხადის შეტანისას წარსადგენ დოკუმენტაციას.

გაცვლით პროგრამაში მონაწილის J ვიზა განკუთვნილია განათლების, ხელოვნების და მეცნიერების სფეროში პიროვნებების, ცოდნის და უნარების გაცვლისთვის. მონაწილეები არიან ყველა აკადემიური დონის სტუდენტები; სტაჟიორები, რომლებიც სამუშაო პრაქტიკას გადიან ფირმებში, ინსტიტუტებსა და სააგენტოებში; დაწყებითი, საშუალო და სპეციალიზებული სკოლების მასწავლებლები; პროფესორები, რომლებიც სწავლების ან კვლევებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩამოდიან; სწავლული მეცნიერები; პროფესიული სტაჟიორები სამედიცინო ან მიმდებარე სფეროში; და საერთაშორისო სტუმრები, რომლებიც მოგზაურობის, დაკვირვების, კონსულტაციის, კვლევის, წვრთნის, სპეციალიზებული ცოდნის და უნარების გაზიარების ან დემონსტრირების ან ხალხთაშორის გაცვლის ორგანიზებულ პროგრამებში მონაწილეობის მიზნით ჩამოდიან.

მატერიალურად დამოკიდებული პირები

მეუღლეს ან 21 წლამდე ასაკის დაუქორწინებელ შვილებს, რომელთაც J-1 ვიზის ძირითად მფლობელთან ერთად, სრული პერიოდის მანძილზე სურთ შეერთებულ შტატებში გამგზავრება, J-2 ვიზები უნდა ჰქონდეს. მეუღლეს ან შვილებს, რომელთაც არა აქვთ შეერთებულ შტატებში ვიზის ძირითად მფლობელთან ერთად ცხოვრების განზრახვა, არამედ მხოლოდ მათი არდადეგებზე მონახულება სურთ, შეუძლიათ სტუმრის (B-2) ვიზაზეშეიტანონ განაცხადი.

აშშ-ში გაცვლით პროგრამაში მონაწილე პირის J-2 ვიზის მფლობელი მეუღლე და/ან შვილი არ უნდა მუშაობდეს, თუ ფორმა I-765-ს, მუშაობის ნებართვაზე განაცხადს არ შეიტანს. ფორმა I-765 უნდა განიხილოს აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურმა (USCIS) და J-2 ვიზის მფლობელ პირს მუშაობის უფლება მისცეს. აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ვებსაიტზე შეგიძლიათ იხილოთ PDF დოკუმენტი, სათაურით "მუშაობის ნებართვა", საიდანაც მეტ ინფორმაციას მიიღებთ.

განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები

J ვიზაზე განაცხადის შესატანად, უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა. DS-160-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ DS-160-ის ვებგვერდს.
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო მოქმედი პასპორტი, რომლის ვადა შეერთებულ შტატებში ყოფნის თქვენს მიერ განზრახულ პერიოდს, სულ მცირე, ექვსი თვით აღემატება (თუ ქვეყანასთან სპეციფიკური შეთანხმებები გამონაკლისს არ უშვებს). თუ თქვენს პასპორტში ერთზე მეტი პირია ჩაწერილი, განაცხადი უნდა შეიტანოს თითოეულმა პირმა, რომელსაც ვიზის მიღება სურს.
  • ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი (1) ფოტოსურათი 2"x2" (5სმ×5სმ). ფოტოსურათის საჭირო ფორმატის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ვებგვერდზე.
  • თუ თქვენი J პროგრამა შეერთებული შტატების მთავრობის მიერ არ ფინანსდება (პროგრამის კოდით, რომელიც „G”-ით იწყება), თქვენ უნდა წარმოადგინოთ არასაიმიგრაციო ვიზის განაცხადის განხილვის არაანაზღაურებადი მოსაკრებლის ქვითარი, გადახდილი ადგილობრივ ვალუტაში. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის თაობაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებგვერდზე. ვიზის გაცემის შემთხვევაში, შესაძლებელია დაგჭირდეთ ვიზის გაცემის დამატებითი, ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა, თქვენი მოქალაქეობის მიხედვით. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, მოგიწევთ თუ არა ვიზის გაცემის ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა და დაადგინოთ მოსაკრებლის ოდენობა.
  • თქვენი აშშ-ის პროგრამის დამტკიცებული DS-2019 ფორმა.
  • თუ პროგრამა აქვს კოდი J, არ არის პროგრამა დააფინანსა აშშ-ის მთავრობის (პროგრამის კოდი იწყება G წერილები), თქვენ უნდა გადაიხადოს SEVIS გადასახადი (ფორმა I-901). დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ SEVIS-ის ვებსაიტზე.

აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა წარადგინოთ გასაუბრების დანიშვნის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ამ მომსახურებისსაშუალებით დანიშნეთ გასაუბრების დღე. აგრეთვე, თან უნდა იქონიოთ ყველა დამხმარე დოკუმენტი, რომელიც, თქვენი აზრით, ადასტურებს საკონსულოს ოფიცრისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.

როგორ შევიტანოთ განაცხადი

საფეხური 1
გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი.

საფეხური 2
შეავსეთ არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა.

საფეხური 3
ჩაეწერეთ გასაუბრებაზე ამ ვებგვერდის საშუალებით. გასაუბრებაზე ჩაწერისთვის დაგჭირდებათ სამი მონაცემი:

      • თქვენი პასპორტის ნომერი
      • თქვენი საქართველოს ბანკის ქვითრის ნომერი (თუ ამ ნომრის მოსაძიებლად დახმარება გჭირდებათ, აქ დააწკაპუნეთ.)
      • შტრიხკოდის ათ(10)-ციფრიანი ნომერი თქვენი DS-160 დასტურის ფურცლიდან

საფეხური 4
მიბრძანდით აშშ-ის საელჩოში თქვენი გასაუბრების დღესა და საათზე. თან უნდა იქონიოთ თქვენი გასაუბრების დანიშვნის წერილის ამობეჭდილი ასლი, თქვენი DS-160 დასტურის ფურცელი, ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი ფოტოსურათი, თქვენი ახლანდელი და ყველა ძველი პასპორტი და სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ორიგინალი. განაცხადი, რომელიც ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.

დამხმარე დოკუმენტაცია

დამხმარე დოკუმენტაცია მრავალი ფაქტორიდან ერთ-ერთია, რომელსაც საკონსულოს ოფიცერი გასაუბრების დროს მხედველობაში მიიღებს. საკონსულოს ოფიცრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავენ და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ პროფესიულ, სოციალურ, კულტურულ და სხვა ფაქტორებს. საკონსულოს ოფიცრებმა, შეიძლება, ყურადღება მიაქციონ თქვენს ინდივიდუალურ განზრახვებს, ოჯახურ მდგომარეობას და თქვენს ქვეყანაში შორს მიმავალ გეგმებს და პერსპექტივებს. ყოველი საქმე ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილების მიღება კანონის შესაბამისად ხდება.

გაფრთხილებთ: არ წარმოადგინოთ ყალბი დოკუმენტები. თაღლითობის ან ფაქტების დამახინჯების გამო, ვიზის მიღების უფლება შეიძლება სამუდამოდ ჩამოგერთვათ. თუ საქმე კონფიდენციალურია, დოკუმენტები საელჩოში დალუქული კონვერტით მიიტანეთ. საელჩო აღნიშნულ ინფორმაციას არავისთვის არ გახდის ხელმისაწვდომს და პატივს სცემს მის კონფიდენციალურობას.

გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მჭიდრო ფინანსურ, სოციალურ და ოჯახურ კავშირებს თქვენს ქვეყანასთან, რაც აშშ-ში სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენს ქვეყანაში დაბრუნებას გაიძულებთ.
  • თქვენი განაცხადის მხარდამჭერი ფინანსური და სხვა სახის დოკუმენტები, რომლებიც სარწმუნო საბუთს წარმოადგენენ, რომ სწავლის პირველი წლის განმავლობაში ყველა ხარჯის გასაწევად საკმარისი, გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები გაგაჩნიათ, ასევე, ხელი მიგიწვდებათ შეერთებულ შტატებში თქვენი ყოფნის განმავლობაში ყველა ხარჯის დასაფარად საკმარის ფულად სახსრებზე.
  • საბანკო ანგარიშის ბალანსის ფოტოასლები არ მიიღება, თუ მათთან ერთად საბანკო ანგარიშის ბალანსის ან საბანკო წიგნაკის ორიგინალებს არ წარმოადგენთ.
  • თუ დაფინანსებას სხვა პირისგან იღებთ, წარმოადგინეთ სპონსორთან ურთიერთობის დამადასტურებელი საბუთი (მაგალითად, დაბადების მოწმობა), სპონსორის უახლესი საგადასახადო ფორმების ორიგინალები და სპონსორის საბანკო წიგნაკები და/ან ვადიანი სადეპოზიტო სერტიფიკატები.
  • აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი დოკუმენტები. მათ შორის, ამონაწერი სასწავლო ბარათიდან (სასურველია, ორიგინალი) შეფასებებით, საჯარო გამოცდების სერტიფიკატები (A-დონე და ა.შ.), სტანდარტული ტესტების ქულები (SAT, TOEFL და. ა.შ.) და დიპლომები.
  • J აკადემიური პროგრამის მონაწილეებმა სასწავლებლიდან უნდა წარადგინონ უახლესი ნიშნების ფურცელი

სავიზო გასაუბრებაზე წარსადგენი დამხმარე საბუთების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ აშშ-ს საელჩოს ვებ-გვერდს:
http://georgia.usembassy.gov/student-visas.html

დამხმარე დოკუმენტაცია ვიზის ძირითად მფლობელზე მატერიალურად დამოკიდებული პირებისთვის

თუ მატერიალურად დამოკიდებული პირები გყავთ, უნდა წარმოადგინოთ, აგრეთვე:

  • თქვენს მეუღლესთან და/ან შვილთან ნათესაობის დამადასტურებელი საბუთი (მაგ., ქორწინების ან დაბადების მოწმობა).
  • მეუღლესაც და შვილებსაც უნდა ჰქონდეთ საკუთარი ფორმა DS-2019. ეს ფორმა გამოიყენება მეუღლის/შვილის მიერ, აშშ-ის ტერიტორიაზე თქვენთან, როგორც გაცვლითი პროგრამის მონაწილის ვიზის ძირითად მფლობელთან ერთად შესასვლელად ან აშშ-ში მოგვიანებით ჩამოსასვლელად საჭირო ვიზის მისაღებად.

დამატებითი ინფორმაცია

გაცვლით პროგრამაში მონაწილის ვიზების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტს.