დიპლომატიური და სამთავრობო ოფიციალური პირები - დამატებითი ინფორმაცია

ამ გვერდზე:

ზოგადი მიმოხილვა

A კატეგორიის ვიზები, ზოგადად, გაიცემა მასპინძელი ქვეყნის შესაბამისი ოფისიდან ან საგარეო მისიიდან დიპლომატიური ნოტის წარდგენისას. თუ A-1 ან A-2 ვიზაზე განმცხადებელი აშშ-ში მიემგზავრება დავალებით, რომელიც 90 დღეზე ნაკლებ ხანს გაგრძელდება, ვიზას ენიჭება ანოტაცია „TDY”. ჩვეულებრივ, A-1 ან A-2 ვიზაზე კეთილსინდისიერი განმცხადებლები, რომლებიც მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეები ან იქ აკრედიტებული პირები არიან, პირადი გასაუბრების მოთხოვნისგან თავისუფლდებიან. თუმცა, არსებობს გარემოებები, რომელთა დროსაც საკონსულოს ოფიცერი მოითხოვს გასაუბრებას.

შემდეგი სია დამატებით ინფორმაციას იძლევა ვიზის სპეციფიკური კატეგორიების შესახებ აღნიშნული კლასის ფარგლებში:

    A-3 ვიზა
    გაიცემა A-1 და A-2 სტატუსის მქონეთა თანმხლებ პირებსა და პირად თანაშემწეებზე.

    G-1 ვიზა
    გაიცემა აღიარებული მთავრობის მუდმივი მისიის, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებზე, რანგის მიუხედავად, აგრეთვე, მათ უახლოეს ნათესავებზე. G-1 ვიზები, აგრეთვე, გაიცემა მისიის მდივნებზე, მძღოლებზე და დაცვის თანამშრომლებზე, გარდა შინამოსამსახურეებისა, რომლებზეც G-5 ვიზა გაიცემა.

    G-2 ვიზა
    გაიცემა აღიარებული მთავრობის წარმომადგენლებზე და მათ უახლოეს ნათესავებზე, რომლებიც აშშ-ში დროებით, საერთაშორისო ორგანიზაციის სხდომებზე დასასწრებად მიემგზავრებიან. G-2 ოფიციალური პირები შეიძლება საკუთარ მთავრობას წარმოადგენდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ან იყვნენ მოვალეობის დროებითი შემსრულებლები საერთაშორისო ორგანიზაციის მათი ქვეყნის მისიაში. G-2 ვიზები შეიძლება გაიცეს სამხედრო ოფიცრებზე, რომლებიც გაეროს სამდივნოს სამშვიდობო საკითხებში უწევენ დახმარებას. G-2 ვიზები შეიძლება გაიცეს მათი ოჯახის წევრებზეც.

    G-3 ვიზა
    გაიცემა არააღიარებული ან არაწევრი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებზე, რანგის მიუხედავად, აგრეთვე, მათ უახლოეს ნათესავებზე. ამ მთავრობათა წარმომადგენლებზე, აგრეთვე, უნდა გაიცეს G-3 ვიზები, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დროებით სხდომებში მიიღონ მონაწილეობა (მაგ., გაეროს გენერალური ასამბლეის და უსაფრთხოების საბჭოს სხდომები).

    G-4 ვიზა
    გაიცემა ნებისმიერი რანგის პერსონალზე, რომლებიც აშშ-ში საერთაშორისო ორგანიზაციაში (მათ შორის, გაეროში) თანამდებობის დასაკავებლად მიემგზავრებიან. G-4 ვიზა შეიძლება გაიცეს, აგრეთვე, მათ უახლოეს ნათესავებზე, გარდა შინამოსამსახურეებისა, რომლებზეც G-5 ვიზა გაიცემა. საერთაშორისო ორგანიზაციების მოხელეები და თანამშრომლები, რომლებიც აშშ-ში არ არიან მივლინებულნი, შესაძლებელია G-4 ვიზის კლასიფიკაციაში მოხვდნენ, თუ აშშ-ში გავლა უწევთ. ჩასვლათა რაოდენობა ოფიციალური მოთხოვნის შესაბამისად იზღუდება. G-4 ვიზები შეიძლება, აგრეთვე, გაიცეს საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერი სახელფასო რანგის პერსონალზე, რომელიც აშშ-ში ამ ორგანიზაციის სახელით მიემგზავრება.

    G-5 ვიზა
    გაიცემა G-1, G-4 საშუალებით, სტატუსის მქონეთა თანმხლებ პირებსა და პირად თანაშემწეებზე.
    შენიშვნა: თუ კანონიერი მუდმივი მაცხოვრებელი (LPR) საქმდება აშშ-ში უცხოური მისიის მიერ, მას A ვიზის სტატუსის მიღების უფლება მიენიჭება, თუკი იგი თანახმაა უარი თქვას მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე.