Сменить язык: Change to Russian
Change Language: Change to English
განაცხადი ამერიკის ვიზაზე
საქართველოში
ახალი სავიზო მოსაკრებლის გადახდის სერვისები შეჩერდება 2023 წლის 29 მაისს. ნუ ეცდებით სავიზო მოსაკრებლის გადახდას 2023 წლის 29 მაისს. სავიზო მოსაკრებლის გადახდის სერვისები განახლდება 2023 წლის 30 მაისს. გარდა ამისა, შესაძლებელია დაყოვნდეს მითითებული სავიზო მოსაკრებლის შესახებ ინფორმაციის განახლება ამ ვებგვერდზე. დამატებითი ინფორმაციისთის გთხოვთ, იხილოთ ოფიციალური „შეტყობინება არასაიმიგრაციო სავიზო განაცხადის მოსაკრებლის გაზრდის შესახებ“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არასაიმიგრაციო ვიზის გარკვეულ კატეგორიებზე (NIV) განაცხადების განხილვის მოსაკრებელი გაზარდა. ახალი საფასური 2023 წლის 30 მაისიდან ამოქმედდება.
- მოსაკრებელი საქმიანი/ტურისტული (B1/B2 კატეგორია) და სხვა არასაიმიგრაციო ვიზების კატეგორიებისთვის, კერძოდ, სტუდენტური ვიზები და გაცვლითი პროგრამების მონაწილეების ვიზები, რომლებიც არ არიან პეტიციებზე დაფუძნებული, გაიზარდა $160-დან $185-მდე.
- პეტიციებზე დაფუძნებული არასაიმგრაციო ვიზების გარკვეული კატეგორიებისთვის, როგორიცაა დროებითი მუშახელი (კატეგორიები: H, L, O, P, Q და R) განაცხადის საფასური გაიზარდა $190-დან $205-მდე.
- განაცხადის საფასური ხელშეკრულებით მოვაჭრისთვის, ინვესტორისთვის და განსაკუთრებული სპეციალობის მქონე განმცხადებლისთვის (E კატეგორია) გაიზარდა $205-დან $315-მდე.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: განმცხადებლები, რომლებიც გადიან გასაუბრებას აშშ-ის საელჩოში თბილისში, ან სხვა საკონსულო სამსახურში, არ უნდა აღენიშნებოდეს COVID-19 ან სხვა დაავადების სიმპტომები.
გლობალური პანდემიის შედეგად შექმნილი შეფერხებების გამო მომსახურების დასრულებისთვის საჭირო ლოდინის პერიოდი გაიზარდა. მიუხედავად ამისა, აშშ-ს საელჩო თბილისში ცდილობს საქმეების დროულად დამუშავებას. მადლობას გიხდით გაგებისთვის.
საიმიგრაციო ვიზის სერვისები: აშშ-ს საელჩოს თბილისის საიმიგრაციო ვიზის განყოფილება ატარებს შეზღუდული რაოდენობის გასაუბრებებს ოჯახის გაერთიანების; მეუღლისა და ბავშვის საიმიგრაციო ვიზის, K ვიზის, დასაქმებაზე დაფუძნებულ საიმიგრაციო ვიზის, SB-1 და DV მწვანე ბარათის გათამაშების ვიზებზე. აპლიკანტები მიიღებენ ინსტრუქციას გასაუბრების დაგეგმვის შესახებ მაშინ , როდესაც მათი საქმეები მზად იქნება გასაუბრებისთვის. თუ თქვენ გაქვთ გადაუდებელი საიმიგრაციო ვიზის საკითხი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სასწრაფო შეხვედრის მოთხოვნით, მიუთითეთ თქვენი სრული სახელი და დაბადების თარიღი, საქმის ნომერი , და გადაუდებელი შეხვედრის მოთხოვნის დასაბუთება.
არასაიმიგრაციო სავიზო სერვისები: საელჩოს არასაიმიგრაციო ვიზების განყოფილება ამჟამად შეზღუდული რაოდენობით ატარებს საგანგებო შეხვედრებს C1/D ვიზებისთვის შემდეგი კატეგორიის არასაიმიგრაციო ვიზებისთვის: E, F, H, J, L, M, O, P, Q, I და R. 2022 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, B1, B2 და B1/B2 განახლდა რეგულარული შეხვედრების ძალიან შეზღუდული რაოდენობა. B ვიზის აპლიკანტებს, რომელთა გასაუბრება გაუქმდა 1 აგვისტომდე, შეუძლიათ განაახლონ გასაუბრება ნებისმიერ ხელმისაწვდომ თარიღზე 10-ჯერ. თუ თქვენ გაქვთ გადაუდებელი არასაიმიგრაციო ვიზის საკითხი და გჭირდებათ სასწრაფოდ გამგზავრება, მიჰყევით ინსტრუქციებს აქ, რათა დანიშნოთ სასწრაფო შეხვედრა. MRV საკომისიო მოქმედებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას ინტერვიუს დასაჯავშნად არასაიმიგრაციო ვიზაზე იმ ქვეყანაში, სადაც გადახდილია 2023 წლის 30 სექტემბრამდე.
ყველა არასაიმიგრაციო სავიზო განაცხადის საკომისიო (ასევე ცნობილი როგორც MRV მოსაკრებელი), რომელიც შესრულებულია 2022 წლის 1 ოქტომბერს ან მის შემდეგ, ძალაშია 365 დღის განმავლობაში MRV საფასურის გადახდის შესახებ ქვითრის გაცემის დღიდან. განმცხადებლებმა უნდა დანიშნონ გასაუბრების შეხვედრა ან წარადგინონ ინტერვიუზე უარის თქმის განაცხადი ამ 365 დღის განმავლობაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განმცხადებლებმა უნდა დანიშნონ გასაუბრება ან წარადგინონ უარის თქმის განაცხადი 365 დღის განმავლობაში.და არ არის მოთხოვნა, რომ გასაუბრება უნდა ჩატარდეს 365 დღის განმავლობაში. 2022 წლის 1 ოქტომბრამდე გაცემული MRV მოსაკრებლების გადახდის ყველა ქვითარი გაგრძელდა 2023 წლის 30 სექტემბრამდე და ძალაში რჩება ამ თარიღამდე.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აშშ-ს სავიზო ინფორმაციის მომსახურების ცენტრში. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებ-გვერდზე ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო-არასაიმიგრაციო ვიზებისა და თითოეული ვიზისათვის საჭირო მოთხოვნების შესახებ. ამასთან ერთად შეგიძლიათ შეიტყოთ ვიზის საფასური და დანიშნოთ გასაუბრება აშშ-ს საელჩოში თბილისში.
ინფორმაცია არასაიმიგრაციო ვიზების შესახებ
- ვიზის კატეგორიები
- სავიზო მოსაკრებელი
- ბანკის და გადახდის გზის არჩევა
- ინფორმაცია ფორმა DS-160-ის შესახებ
- გასაუბრების მოლოდინის პერიოდი
- ფოტოსურათები და თითის ანაბეჭდები
- უვიზო პროგრამა
- უსაფრთხოების ნორმები
განაცხადი არასაიმიგრაციო ვიზაზე
- სავიზო განაცხადის შეტანა
- სავიზო მოსაკრებლის გადახდა
- DS-160-ის შევსება
- შეხვედრაზე ჩაწერა
- დოკუმენტთა მიწოდების მისამართის შეცვლა
- ჩემი პასპორტის შესწორება და მიღება
- განაცხადი გადაუდებელ გასაუბრებაზე
- უარი განაცხადზე იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის 221 (გ) პუნქტის შესაბამისად
ინფორმაცია საიმიგრაციო ვიზის თაობაზე
- ინფორმაცია საიმიგრაციო ვიზის თაობაზე
- საიმიგრაციო ვიზაზე პეტიციის სტატუსის შემოწმება
- საქმრო/საცოლეს ვიზა (K1/K2, K3/K4)
- ჩემი პასპორტის შესწორება და მიღება
- საიმიგრაციო ვიზის მოლოდინის პერიოდი
- დოკუმენტთა მიწოდების მისამართის არჩევა
- უარი განაცხადზე იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის 221 (გ) პუნქტის შესაბამისად
ადგილობრივი სავიზო პროგრამები
- მოგზაურთა კოორდინატორი
- ჯგუფური გასაუბრება
- დიპლომატიური და სამთავრობო ოფიციალური პირები
- ვიზები ბავშვებისთვის
მისამართები
- აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილება
- პასპორტის/ვიზის აღების მისამართები
- დოკუმენტთა ჩაბარების მისამართები
- ბანკის მისამართები