ხშირად დასმული შეკითხვები (FAQ)

ამ გვერდზე:


FAQ (ხშირად დასმული შეკითხვები) - ზოგადი ინფორმაცია ვიზების შესახებ

  1. რამდენ ხანს უნდა იყოს ძალაში ჩემი პასპორტი იმისათვის, რომ აშშ-ის ვიზაზე შევიტანო განაცხადი?
  2. მაქვს თუ არა უვიზო პროგრამაში მონაწილეობის უფლება?
  3. რამდენია ESTA-ს მოსაკრებელი და ვინ უნდა გადაიხადოს?
  4. რა მოხდება, თუ აშშ-ში ESTA-ს გარეშე გავემგზავრები?
  5. შემიძლია თუ არა არასაიმიგრაციო ვიზაზე განაცხადი თბილისში შევიტანო, თუ საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის ქვეშევრდომი ვარ?
  6. არასაიმიგრაციო ვიზაზე ყველა განმცხადებლისთვის აუცილებელია საელჩოში გასაუბრებაზე მოსვლა?
  7. ვფლობ არასაიმიგრაციო ვიზას, რომელსაც მალე ვადა გასდის და მსურს მისი განახლება. თავიდან მომიწევს სავიზო განაცხადის სრული პროცესის გავლა?
  8. ჩემს პასპორტს ვადა გაუვიდა, მაგრამ აშშ-ის ვიზა ჯერ კიდევ ძალაშია. საჭიროა თუ არა ახალ ვიზაზე განაცხადის შეტანა?
  9. ვარ ორმაგი მოქალაქე. რომელი პასპორტი უნდა გამოვიყენო აშშ-ში გასამგზავრებლად?
  10. როგორ შემიძლია ვიზის გაგრძელება?
  11. სავიზო განაცხადის ფორმა ელექტრონულად უნდა გავაგზავნო?
  12. მაქვს შეკითხვა DS-160-ს მიბმასთან და დასტურის გვერდის ამობეჭვდასთან დაკავშირებით. სად შემიძლია მივმართო ინფორმაციისათვის?
  13. რა არის „ადმინისტრაციული განხილვა”?
  14. რა წერია ჩემს ვიზაში და როგორ უნდა გავიგო?
  15. ჩემს ვიზას აშშ-ში ყოფნის პერიოდში გაუვა ვადა. წარმოადგენს თუ არა ეს პრობლემას?
  16. რა მოხდება, როდესაც აშშ-ში ჩავალ?
  17. აშშ-ის დატოვებისას არ ჩამიბარებია ჩემი I-94. როგორ მოვიქცე?
  18. ვერ ვიწერ გადახდის ინვოისს. რა უნდა ვიღონო? ვცადე სხვადასხვა კომპიუტერიდან.

კ.1 რამდენ ხანს უნდა იყოს ძალაში ჩემი პასპორტი იმისათვის, რომ აშშ-ის ვიზაზე შევიტანო განაცხადი?

თქვენ უნდა გქონდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო მოქმედი პასპორტი, რომლის ვადა შეერთებულ შტატებში ყოფნის თქვენს მიერ განზრახულ პერიოდს, სულ მცირე, ექვსი თვით აღემატება (თუ ქვეყანასთან სპეციფიკური შეთანხმებები გამონაკლისს არ უშვებს).

დაბრუნება უკან


კ.2 მაქვს თუ არა უვიზო პროგრამაში მონაწილეობის უფლება?

უვიზო პროგრამაში მონაწილეობის უფლება გაქვთ, თუ ხართ უვიზო პროგრამის მონაწილე ქვეყნის მოქალაქე, ფლობთ ელექტრონულად წაკითხვად პასპორტს, მიემგზავრებით დროებით საქმიანი ან სტუმრის ვიზიტით, 90 დღეზე ნაკლები პერიოდით, აკმაყოფილებთ პროგრამის სხვა მოთხოვნებს და მიღებული გაქვთ ნებართვა მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემიდან (ESTA). ამ პროგრამით სარგებლობისთვის, თქვენ უნდა იყოთ უვიზო პროგრამის მონაწილე ქვეყნის მოქალაქე. უვიზო პროგრამის მონაწილე ქვეყნების მუდმივ მაცხოვრებლებს არ ეძლევათ უვიზო პროგრამით სარგებლობის უფლება, თუ ამასთან, უვიზო პროგრამის მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებიც არ არიან. გირჩევთ, აშშ-ში გამგზავრებამდე ეწვიოთ უვიზო პროგრამის ვებსაიტს, სადაც გაარკვევთ, გაქვთ თუ არა ამ პროგრამით სარგებლობის უფლება.

დაბრუნება უკან


კ.3 რამდენია ESTA-ს მოსაკრებელი და ვინ უნდა გადაიხადოს?

ESTA-ში რეგისტრაცია სჭირდება შეერთებულ შტატებში უვიზო პროგრამის ფარგლებში გამგზავრების ყველა მსურველს. ESTA-ში რეგისტრაციის მოსაკრებელი 14 აშშ დოლარს შეადგენს. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, სადებეტო ბარათის ან შემდეგი საკრედიტო ბარათებიდან ნებისმიერის საშუალებით: Visa, MasterCard, American Express ან Discover. თუ შესაბამისი ტიპის საკრედიტო ბარათი არ გაქვთ, თქვენს ნაცვლად ESTA-ს მოსაკრებლის გადახდა მესამე მხარეს (ტურისტულ სააგენტოს, ოჯახის წევრებს და ა.შ.) შეუძლია. ESTA-ში რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, მოსაკრებელი მხოლოდ 4 აშშ დოლარს შეადგენს.

დაბრუნება უკან


კ.4 რა მოხდება, თუ აშშ-ში ESTA-ს გარეშე გავემგზავრები?

პირები, რომლებიც უვიზო პროგრამით მოგზაურობენ და არ მიუღიათ ESTA-ს ნებართვა, უნდა ელოდონ, რომ აშშ-ში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვებენ. თუ თვითფრინავის ბორტზე აგიშვეს, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი დაყოვნება და შესაძლო უარი შეშვებაზე აშშ-ის გამშვებ პუნქტზე (ანუ, აეროპორტში ჩასვლისას). ESTA-ს რეგისტაციას, ჩვეულებრივ, რამდენიმე წუთი სჭირდება, ნებართვა, ხშირად, წამების განმავლობაში მოდის და მოქმედების ორწლიანი ვადა აქვს, თუ მოგზაურის პასპორტს ამ ორი წლის განმავლობაში ვადა არ გაუვიდა. ასეთ შემთხვევებში, ESTA-ს მოქმედების ვადა პასპორტის ვადით იზღუდება.

დაბრუნება უკან


კ.5 შემიძლია თუ არა არასაიმიგრაციო ვიზაზე განაცხადი თბილისში შევიტანო, თუ საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის ქვეშევრდომი ვარ?

საერთოდ, განმცხადებლებს რეკომენდაცია ეძლევათ იმ ქვეყანაში შეიტანონ განაცხადი, საიდანაც წარმოშობით არიან ან ცხოვრობენ. ნებისმიერ პირს, რომელიც ლეგალურად იმყოფება საქართველოში, შეუძლია ვიზაზე თბილისში შეიტანოს განაცხადი. თუმცა, განმცხადებლებმა იმის გადაწყვეტისას, თუ სად შეიტანონ განაცხადი, არა მხოლოდ მოხერხებულობის ან მათ მშობლიურ ოლქში გასაუბრების დაყოვნების ფაქტორებით უნდა იხელმძღვანელონ. მაგალითად, მხედველობაში უნდა მიიღოთ, რომელ საკონსულო ოლქში შეუძლია განმცხადებელს უფრო ძლიერი კავშირების დემონსტრირება.

გთხოვთ სწორად მიუთითოთ თქვენი მოქალაქეობის ქვეყანა და იმ ვიზის კატეგორია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ამ ინფორმაციის არასწორად მითითება გამოიწვევს თქვენი გასაუბრების გაუქმებას და თქვენ ვერ დანიშნავთ ხელახალ გასაუბრებას მომდევნო ხელმისაწვდომ გასაუბრების დღემდე.

არ არსებობს გარანტია არც ვიზის გაცემის, არც განხილვის დროის თაობაზე. უარის შემთხვევაში, სავიზო მოსაკრებელი არ ანაზღაურდება.

დაბრუნება უკან


კ.6 არასაიმიგრაციო ვიზაზე ყველა განმცხადებლისთვის აუცილებელია საელჩოში გასაუბრებაზე მოსვლა?

დიახ, განმცხადებელთა უმრავლესობისთვის. გასაუბრების მოთხოვნის მხრივ მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს. ზოგადად, შემდეგ განმცხადებლებს არ მოეთხოვებათ გასაუბრებაზე პირადად გამოცხადება:

  • A1, A2 ვიზებზე განმცხადებლები (პირები, რომლებიც ცენტრალური მთავრობის საკითხებთან დაკავშირებით მოგზაურობენ), C2, C3 (ცენტრალური მთავრობის ოფიციალური პირები, რომლებიც სამთავრობო საკითხებთან დაკავშირებით ტრანზიტით მიემგზავრებიან) ან G1, G2, G3, G4 (ცენტრალური მთავრობის ოფიციალური პირები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიემგზავრებიან, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები).

დაბრუნება უკან


კ.7 ვფლობ არასაიმიგრაციო ვიზას, რომელსაც მალე ვადა გასდის და მსურს მისი განახლება. თავიდან მომიწევს სავიზო განაცხადის სრული პროცესის გავლა?

არასაიმიგრაციო ვიზაზე ყოველი განაცხადი ცალკე პროცესს წარმოადგენს. თქვენ ჩვეულებრივ უნდა შეიტანოთ განაცხადი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიზა ადრე გქონდათ ან თქვენი არასაიმიგრაციო ვიზა ჯერ კიდევ ძალაშია.

დაბრუნება უკან


კ.8 ჩემს პასპორტს ვადა გაუვიდა, მაგრამ აშშ-ის ვიზა ჯერ კიდევ ძალაშია. საჭიროა თუ არა ახალ ვიზაზე განაცხადის შეტანა?

არა. თუ თქვენი ვიზა ისევ ძალაშია, არ არის დაზიანებული და შეესაბამება თქვენი გამგზავრების მიზანს (მაგალითად, ტურისტული ვიზა, როდესაც მოგზაურობის მიზანია ტურიზმი) თქვენ კვლავ შეგიძლიათ მოგზაურობა აშშ-ში ორივე პასპორტით (ძველით და ახლით) აგრეთვე სახელი, გვარი და სხვა პირადი მონაცემები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს ორივე პასპორტში (იმ შემთხვევაში, თუ გვარი არ არის შეცვლილი ქორწინების გამო) თქვენი ეროვნება უნდა ემთხვეოდეს იმ ეროვნებას, რომელიც მითითებული იყო ძველ პასპორტში.

თუ ქორწინების გამო გვარი შეიცვალეთ, აშშ-ში გამგზავრება შეგიძლიათ ორივე პასპორტით და ქორწინების მოწმობით.

დაბრუნება უკან


კ.9 ვარ ორმაგი მოქალაქე. რომელი პასპორტი უნდა გამოვიყენო აშშ-ში გასამგზავრებლად?

თუ თქვენი ერთ-ერთი მოქალაქეობა აშშ-ის არ არის, განაცხადის შეტანა ნებისმიერი მათგანით შეგიძლიათ, მაგრამ საელჩოში, თქვენს განაცხადის ფორმაში ყველა მოქალაქეობის თაობაზე უნდა განაცხადოთ. აშშ-ის მოქალაქეები, მათ შორის, ორმაგი მოქალაქეები/ქვეშევრდომები, აშშ-ში უნდა ჩავიდნენ და იქიდან გაემგზავრონ აშშ-ის პასპორტით.

დაბრუნება უკან


კ.10 როგორ შემიძლია ვიზის გაგრძელება?

ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება შეუძლებელია, მისი კატეგორიის მიუხედავად. განაცხადი ახალ ვიზაზე უნდა შეიტანოთ.

დაბრუნება უკან


კ.11 სავიზო განაცხადის ფორმა ელექტრონულად უნდა გავაგზავნო?

დიახ, თქვენ უნდა შეავსოთ DS-160 და DS-160-ის დასტურის ფურცლის ამობეჭდილი ასლი თან უნდა იქონიოთ აშშ-ის საელჩოში გასაუბრებაზე მისვლისას.

დაბრუნება უკან


კ.12 მაქვს შეკითხვა DS-160-ს მიბმასთან და დასტურის გვერდის ამობეჭვდასთან დაკავშირებით. სად შემიძლია მივმართო ინფორმაციისათვის?

პ. ჩვენს ქოლ-ცენტრს არ შეუძლია გაგიწიოთ დახმარება სააპლიკაციოს ფორმის შემთხვევაში. ნებისმიერი ინფორმაციისათვის DS-160-ს შევსებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი საიტი: http://travel.state.gov/content/visas/english/forms/ds-160--online-nonimmigrant-visa-application/frequently-asked-questions.html.

დაბრუნება უკან


კ.13 რა არის „ადმინისტრაციული განხილვა”?

ზოგიერთ სავიზო განაცხადს შემდგომი ადმინისტრაციული განხილვა ესაჭიროება, რომელიც საკონსულოს ოფიცერთან თქვენი გასაუბრების შემდეგ დამატებით დროს მოითხოვს. თუკი ამის საჭიროება იქნება, შეგატყობინებენ. უმრავლეს შემთხვევაში, ადმინისტრაციული განხილვა გასაუბრებიდან 60 დღის განმავლობაში სრულდება. უფრო დეტალური ინფორმაციის მოძიება ადმინისტრაციული განხილვის შესახებ, საკონსულო საქმეთა ვებსაიტის ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ.

დაბრუნება უკან


კ.14 რა წერია ჩემს ვიზაში და როგორ უნდა გავიგო?

როგორც კი ვიზას მიიღებთ, გადაამოწმეთ ვიზაზე ამობეჭდილი ყველა პირადი ინფორმაციის სიზუსტე. თუ ვიზაში რაიმე ინფორმაცია პასპორტში მოცემულ ინფორმაციას არ ემთხვევა ან არაზუსტია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ვიზის გამცემ ორგანოს (ანუ აშშ-ის საელჩოს).

ვიზის ვადის ამოწურვის თარიღი ბოლო დღეა, როცა შეგიძლიათ აშშ-ში ჩასასვლელად ვიზით ისარგებლოთ. იგი არ განსაზღვრავს, თუ რამდენ ხანს შეგიძლიათ დარჩეთ აშშ-ში. აშშ-ში თქვენი ყოფნის ხანგრძლიობას განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი გამშვებ პუნქტზე. თუ დაემორჩილებით ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის გადაწყვეტილებას თქვენი ქვეყანაში ყოფნის თაობაზე, პრობლემები არ შეგექმნებათ.

დამატებითი ინფორმაცია ვიზის ინტერპრეტაციის თაობაზე, შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ვებსაიტზე.

დაბრუნება უკან


კ.15 ჩემს ვიზას აშშ-ში ყოფნის პერიოდში გაუვა ვადა. წარმოადგენს თუ არა ეს პრობლემას?

არა. აშშ-ში დარჩენა შეგიძლიათ იმდენ ხანს და იმ პირობებით, რისი ნებართვაც თქვენი აშშ-ში ჩამოსვლისას ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელემ გასცა. ეს ჩაინიშნება I-94-ში, თუნდაც თქვენს ვიზას აშშ-ში ყოფნის პერიოდში გაუვიდეს ვადა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დაბრუნება უკან


კ. 16 რა მოხდება, როდესაც აშშ-ში ჩავალ?

 ავიახაზებმა უნდა გადმოგცეთ საბაჟო დეკლარაციის ფორმა 6059B. საბაჟო დეკლარაცია, ოჯახის ერთად მოგზაურობის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ივსება.

ვიზა არ იძლევა აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლის გარანტიას, მაგრამ საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩავიდეს აშშ-ის გამშვებ პუნქტამდე და მოითხოვოს აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლის უფლება. ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის, აშშ-ის საბაჟოს და საზღვრის დაცვის (CBP) მოხელეები უფლებამოსილნი არიან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის ნება დართონ ან უარი უთხრან მოგზაურს, აგრეთვე, განსაზღვრონ, თუ რამდენ ხანს შეუძლია დარჩენა. გამშვებ პუნქტზე, აშშ-ის ტერიტორიაზე შეშვებისას, საბაჟოს და საზღვრის დაცვის მოხელე თქვენს პასპორტში ჩადებს მცირე ზომის ბარათს, ფორმა I-94, ჩასვლა-გამგზავრების ჩანაწერს. ეს პროცესი არის ავტომატიზირებული, გარკვეულ გამონაკლისებთან ერთად. სამგზავრო დოკუმენტში იქნება ჩარტყმული უფლებამოსილების ბეჭედი, რომელიც აჩვენებს უფლებამოსილების დღეს, უფლებამოსილების კლასს და სავარაუდო დროს. იხილეთ მეტი ინფორმაცია საიტზე CBP Website. თუ მგზავრს სჭირდება I-94-ის ასლი, უცხოელის რეგისტრაციის, საიმიგრაციო სტატუსის ან დასაქმების ავტორიზაციის შესამოწმებლად, შეუძლია მიიღოს საიტიდან www.cbp.gov/I94. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ინფორმაციას უფლებამოსილების შესახებ CBP-ს ვებსაიტზე.

დაბრუნება უკან


კ.17 აშშ-ის დატოვებისას არ ჩამიბარებია ჩემი I-94. როგორ მოვიქცე?

 CBP-ს მიერ ნებადართული უცხოელი მგზავრები წინასწარ მიიღებენ ფორმა  I-94-ს. (ჩამოსვლის/გამგზავრების ჩანაწერი) ეს პროცესი ავტომატიზირებულია, გარკვეულ გამონაკლისებთან ერთად. თუ თქვენ მიიღეთ  I-94 ან I-94W და ვერ დააბრუნეთ  I-94 ჩამოსვლის/გამგზავრების ჩანაწერი კერძო ავიაკომპანიაში ან CBP,-ში როდესაც ჩახვედით შეერთებულ შტატებში, გთხოვთ, იხილოთ CBP Website  ინსტრუქციებისთვის. არ გაგზავნოთ თქვენი I-94 ან I-94W საელჩოში ან საკონსულოში.

თუ თქვენ მიიღეთ უფლებამოსილების ბეჭედი თქვენს პასპორტში, I-94-ს ნაცვლად, I-94 ფორმა შეიქმნა ელექტრონულად და ასლი არ მიგიღიათ. CBP ჩაიწერს თქვენს გამგზავრებას აშშ-დან ელექტრონულად. იხილეთ მეტი ინფორმაცია: CBP Website.

 

დაბრუნება უკან


კ.18 ვერ ვიწერ გადახდის ინვოისს. რა უნდა ვიღონო? ვცადე სხვადასხვა კომპიუტერიდან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინვოისი უნდა გადმოწეროთ ამ ლინკიდან: http://ustraveldocs.com/ge_ge/ge-niv-paymentinfo.asp

თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ იგი მყარ დისკზე, მარჯვენა ღილაკზე დაჭერით და არჩევით: "Save the link as." დოკუმენტის სანახავად, თქვენ უნდა გქონდეთ Adobe Acrobat Reader-ის ბოლო ვერსია დაინსტალირებული თქვენს კომპიუტერში. გახსნისას, ჯერ აირჩიეთ "Preferences" პარამეტრი, აპლიკაციის "Edit" მენიუში. შემდეგ, უნდა შეიყვანოთ "Change Settings" პარამეტრი "Change Settings" მენიუში და აირჩიოთ: "Allow PDF files access all websites" და დაადასტურეთ არჩევა "Ok" ღილაკზე დაწკაპუნებით.

შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ აგრეთვე "JavascriptOptions" თქვენს კომპიუტერში, რომელიც უნდა გააქტიუროთ შემდეგნაირად:

  • აირჩიეთ "Edit" პარამეტრი Acrobat Reader-ის მთავარ მენიუში.
  • შემდეგ, აირჩიეთ "JavaScript," "Preferences"-ის მენიუში.
  • მონიშნეთ "Enable Acrobat JavaScript" უჯრა. დაადასტურეთ არჩევა "Ok" ღილაკზე დაწკაპუნების მეშვეობით.

თუ სხვა ნაბიჯების განხორციელება იქნება საჭირო, ინსტრუქციები ამ პრობლემის გადაწყვეტისათვის მითითებული იქნება ინვოისზე. გთხოვთ, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს.

დაბრუნება უკან


FAQ (ხშირად დასმული შეკითხვები) - უარი ვიზაზე

  1. რა არის ნაწილი 214(b)?
  2. როგორ უნდა დაამტკიცოს განმცხადებელმა „მჭიდრო კავშირების” არსებობა?
  3. სამუდამოა თუ არა უარი ნაწილი 214(B)-ის საფუძველზე?
  4. ვის შეუძლია გავლენა იქონიოს საკონსულოს ოფიცერზე, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება?

ამერიკის შეერთებული შტატები ღია საზოგადოებაა. მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატები ჩამსვლელთა უმრავლესობას არ უწესებს შიდა კონტროლს, როგორიცაა ადგილობრივ ორგანოებში რეგისტრაცია. ჩვენი საიმიგრაციო კანონები საკონსულოს ოფიცრებისგან მოითხოვს, ვიზაზე ყოველი განმცხადებელი იმიგრაციის მსურველად განიხილონ, ვიდრე იგი საპირისპიროს არ დაამტკიცებს. იმისათვის, რომ ისარგებლოთ შეერთებულ შტატებში თავისუფლად მოგზაურობის პრივილეგიით, სტუმრის ან სტუდენტის ვიზის გაცემამდე, თქვენ პასუხისმგებელი ხართ დაამტკიცოთ, რომ დაბრუნებას აპირებთ.


კ.1 რა არის ნაწილი 214(b)?

ნაწილი 214(b) იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის (INA) ნაწილს წარმოადგენს. იგი აცხადებს:

უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე ითვლება იმიგრანტად, სანამ განაცხადის შეტანისას იგი არ დაუმტკიცებს საკონსულოს ოფიცერს, რომ უფლება აქვს მიენიჭოს არაიმიგრანტის სტატუსი.

ჩვენს საკონსულოს ოფიცრებს რთული სამუშაო აქვთ. მათ ძალიან მოკლე დროში უნდა გადაწყვიტონ, ეკუთვნის თუ არა პირს დროებითი ვიზა. საქმეთა უმრავლესობა მოკლე გასაუბრების და განმცხადებლის მიერ წარდგენილი კავშირების დასაბუთების განხილვის შედეგად წყდება. სტუმრის ან სტუდენტური ვიზის მისაღებად, განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის 101(a)(15)(B) ან (F) ნაწილების მოთხოვნებს, შესაბამისად. აღნიშნულის შეუსრულებლობა ვიზაზე უარს გამოიწვევს, INA 214(b)-ის საფუძველზე. ყველაზე ხშირად ამგვარი უარის საფუძველია მოთხოვნა, რომ სავარაუდო სტუმარი ან სტუდენტი საზღვარგარეთ ფლობდეს საცხოვრებელს, რომლის მიტოვების განზრახვაც არა აქვს. განმცხადებლები ამგვარი საცხოვრებლის არსებობას ადასტურებენ იმით, რომ საზღვარგარეთ მათ გააჩნიათ კავშირები, რაც აიძულებს დროებითი ყოფნის შემდეგ აშშ-ის დატოვებას. ამ შემთხვევაში, კანონი მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს.

დაბრუნება უკან


კ.2 როგორ უნდა დაამტკიცოს განმცხადებელმა „მჭიდრო კავშირების” არსებობა?

მჭიდრო კავშირების ცნება განსხვავდება ქვეყნების, ქალაქების მიხედვით და პიროვნული ნიშნით. კავშირებს შეიძლება წარმოადგენდეს სამსახური, სახლი, ოჯახი, საბანკო ანგარიში. „კავშირები” - ეს არის თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი, რომლებიც თქვენს ქვეყანასთან მიჯაჭვას განაპირობებს: ქონება, სამსახური, სოციალური და ოჯახური ურთიერთობები.

წარმოიდგინეთ თქვენი კავშირები ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ. ჩათვლის თუ არა სხვა ქვეყნის საკონსულოს ოფიცერი, რომ თქვენ გაქვთ საცხოვრებელი, რომლის მიტოვებასაც არ განიზრახავთ? პასუხი „დიახ” უფრო მეტად სავარაუდო იქნება, თუ გაქვთ სამსახური, გყავთ ოჯახი, ფლობთ ან ქირაობთ სახლს ან ბინას ან გაგაჩნიათ სხვა ვალდებულებები, რომელიც გაიძულებთ თქვენს ქვეყანაში დაბრუნებას საზღვარგარეთ ვიზიტის დასრულების შემდეგ. თითოეული ადამიანის სიტუაცია განსხვავებულია.

აშშ-ის საკონსულოს ოფიცრებმა იციან ამ განსხვავებების შესახებ. გასაუბრების განმავლობაში, ისინი თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად აფასებენ და ითვალისწინებენ პროფესიულ, სოციალურ, კულტურულ და სხვა ფაქტორებს. ახალგაზრდა განმცხადებლის შემთხვევაში, რომელსაც, სავარაუდოდ, მრავალი კავშირის დამყარების შესაძლებლობა არ ექნებოდა, საკონსულოს ოფიცერი გაითვალისწინებს მის ინდივიდუალურ განზრახვებს, ოჯახურ მდგომარეობას და საკუთარ ქვეყანაში შორს მიმავალ გეგმებს და პერსპექტივებს. ყოველი საქმე ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილების მიღება კანონის შესაბამისად ხდება.

დაბრუნება უკან


კ.3 სამუდამოა თუ არა უარი ნაწილი 214(B)-ის საფუძველზე?

არა. საკონსულოს ოფიცერი გადახედავს საქმეს, თუ განმცხადებელი შეერთებული შტატების გარეთ კავშირების არსებობის დამადასტურებელ დამატებით საბუთებს წარადგენს. სამწუხაროდ, ზოგიერთ განმცხადებელს, იმის მიუხედავად, თუ რამდენჯერ შეიტანა განაცხადი, არ ეძლევა არასაიმიგრაციო ვიზის მიღების უფლება, სანამ მათი პირადი, პროფესიული და ფინანსური გარემოებები საგრძნობლად არ შეიცვლება.

განმცხადებლებმა, რომლებმაც ნაწილი 214(b)-ის საფუძველზე მიიღეს უარი, კარგად უნდა გადახედონ საკუთარ მდგომარეობას და რეალისტურად შეაფასონ კავშირები. მათ შეუძლიათ ფურცელზე ჩამოწერონ, თუ რა კავშირები გააჩნიათ მათი აზრით, რომელიც ვიზის მიღების უფლებას აძლევთ, და, რომელიც, შესაძლოა, საკონსულოს ოფიცერთან გასაუბრების დროს არ იქნა სათანადოდ შეფასებული. უარის შემთხვევაში, აგრეთვე, უნდა გადახედონ კონსულთან განსახილველად წარდგენილ დოკუმენტებს. განმცხადებლებს, რომლებმაც ნაწილი 214(b)-ის საფუძველზე მიიღეს უარი ვიზაზე, შეუძლიათ ხელახლა შეიტანონ განაცხადი. ამ შემთხვევაში, მათ უნდა აჩვენონ კავშირების არსებობის დამატებითი მტკიცებულებები ან ის, თუ როგორ შეიცვალა მათი გარემოებები პირველი განაცხადის შემდეგ. განაცხადის ხელახლა შეტანამდე, შეიძლება შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმაროთ: (1) სწორად ავხსენი თუ არა ჩემი მდგომარეობა? (2) რაიმე ხომ არ გამორჩა საკონსულოს ოფიცერს? (3) არსებობს თუ არა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც შემიძლია წარვადგინო საზღვარგარეთ ჩემი საცხოვრებლისა და მჭიდრო კავშირების დასამტკიცებლად?

განმცხადებლებმა უნდა გაითვალისწინონ, აგრეთვე, რომ მათ დაეკისრებათ არაანაზღაურებადი მოსაკრებლის გადახდა, ვიზაზე ყოველი განაცხადის შეტანისას, იმის მიუხედავად ვიზა გაიცემა თუ არა.

დაბრუნება უკან


კ.4 ვის შეუძლია გავლენა იქონიოს საკონსულოს ოფიცერზე, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება?

საიმიგრაციო კანონი ვიზის გაცემასა და უარზე პასუხისმგებლობას საზღვარგარეთ მომუშავე საკონსულოს ოფიცრებს აკისრებს. საბოლოო სიტყვა, ვიზის ყველა საქმეზე, მათ ეკუთვნით. წესდების მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უფლებამოსილია განიხილოს საკონსულოს გადაწყვეტილება, მაგრამ აღნიშნული უფლებამოსილება შემოიფარგლება კანონის ინტერპრეტაციით და არ ეხება ფაქტების დადგენას. სადაო საკითხი ამგვარი უარის დროს, გააჩნია თუ არა განმცხადებელს სათანადო საცხოვრებელი საზღვარგარეთ, ფაქტებს ეყრდნობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტის უფლებამოსილება მხოლოდ ჩვენს დიპლომატიურ სამსახურებში მომუშავე საკონსულოს ოფიცრებს გააჩნიათ. განმცხადებელს შეუძლია აიძულოს საკონსულოს ოფიცერი შეცვალოს ვიზაზე უარის გადაწყვეტილება, მხოლოდ მჭიდრო კავშირების არსებობის ახალი დამამტკიცებელი საბუთების წარდგენის გზით.

ინფორმაციისთვის 214(b)-ის გარდა სხვა მიზეზით ვიზის მიღების უუფლებობის თაობაზე, გთხოვთ ეწვიოთ სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ვებსაიტს.

დაბრუნება უკან


FAQ (ხშირად დასმული შეკითხვები) - საქმიანი/ტურისტული ვიზა

  1. რამდენ ხანს შემიძლია აშშ-ში ტურისტული ან საქმიანი ვიზით დარჩენა?
  2. ჩემს სტუმრის ვიზას (B-1/B-2) ვადა გასდის აშშ-ში ჩასვლის განზრახული თარიღის შემდეგ. მჭირდება თუ არა გამგზავრებამდე ახალი ვიზის აღება?
  3. ჩემს აშშ-ის ვიზას ვადა 6 თვეში გასდის. ახალ ვიზაზე განაცხადი ახლანდელის ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა შევიტანო, თუ ამის გაკეთება წინასწარ შემიძლია?
  4. ამჟამად მაქვს მოქმედი B-1/B-2 ვიზა, რომელიც ჩემს ქალიშვილობის გვარზეა გაცემული, ძველ პასპორტში. მსურს ამ ვიზის გადატანა ახალ პასპორტში, რომელიც მეუღლის გვარზეა. რა პროცედურა უნდა გავიარო?
  5. ახლანდელი აშშ-ის ვიზა მიღებული მაქვს წინა სამსახურში მუშაობის დროს. ამჟამად შევიცვალე სამსახური და ახალ კომპანიაში გადავედი სამუშაოდ. ახალ დამსაქმებელს სურს დავესწრო კონფერენციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მომდევნო თვეშია დაგეგმილი. შემიძლია თუ არა იმავე ვიზის გამოყენება, თუ განაცხადი ახალ ვიზაზე უნდა შევიტანო?
  6. ჩემი შვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს. შემიძლია თუ არა მასთან საცხოვრებლად წასვლა?

კ.1 რამდენ ხანს შემიძლია აშშ-ში ტურისტული ან საქმიანი ვიზით დარჩენა?

აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზა გაძლევთ შეერთებულ შტატებში გამშვებ პუნქტამდე (აეროპორტი/საზღვაო პორტი) ჩასვლის უფლებას. თქვენი დანიშნულების გამშვებ პუნქტამდე ჩასვლისას, აშშ-ის საბაჟოს და საზღვრის დაცვის მოხელე, რომელიც თქვენს შეშვებას განიხილავს, განსაზღვრავს თქვენი ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლიობას. გამშვებ პუნქტამდე ჩასვლა შეგიძლიათ, ვიდრე ძალაშია თქვენი არასაიმიგრაციო ვიზა, მისი მოქმედების ბოლო დღის ჩათვლით. ვიზის მოქმედების ხანგრძლიობა არ განსაზღვრავს დროს, რომლის განმავლობაშიც შეგიძლიათ ლეგალურად იმყოფებოდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში; ამას წყვეტს მხოლოდ საბაჟოს და საზღვრის დაცვის მოხელე, შეერთებულ შტატებში თქვენი ჩასვლისას.

დაბრუნება უკან


კ.2 ჩემს სტუმრის ვიზას (B-1/B-2) ვადა გასდის აშშ-ში ჩასვლის განზრახული თარიღის შემდეგ. მჭირდება თუ არა გამგზავრებამდე ახალი ვიზის აღება?

აშშ-ში შეგიძლიათ ჩახვიდეთ ვიზაზე აღნიშნული მოქმედების ვადის ბოლო დღემდე. ჩასვლისას, საბაჟოს და საზღვრის დაცვის მოხელე განსაზღვრავს აშშ-ში თქვენი ყოფნის ხანგრძლიობას. თქვენს ვიზას, შესაძლებელია, ვადა აშშ-ში ყოფნის პერიოდში გაუვიდეს - მხოლოდ დარწმუდნით, რომ არ აჭარბებთ დარჩენის დროს, რომელიც მოხელემ მოგანიჭათ.

დაბრუნება უკან


კ.3 ჩემს აშშ-ის ვიზას ვადა 6 თვეში გასდის. ახალ ვიზაზე განაცხადი ახლანდელის ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა შევიტანო, თუ ამის გაკეთება წინასწარ შემიძლია?

არ არის აუცილებელი დაელოდოთ ახლანდელი ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვას. ახალ ვიზაზე განაცხადის შეტანა ახლანდელის მოქმედების პერიოდშიც შეგიძლიათ.

დაბრუნება უკან


კ.4 ამჟამად მაქვს მოქმედი B-1/B-2 ვიზა, რომელიც ჩემს ქალიშვილობის გვარზეა გაცემული, ძველ პასპორტში. მსურს ამ ვიზის გადატანა ახალ პასპორტში, რომელიც მეუღლის გვარზეა. რა პროცედურა უნდა გავიარო?

აშშ-ის ვიზების ერთი პასპორტიდან მეორეში გადატანა შეუძლებელია. შეერთებულ შტატებში მოგზაურობა შეგიძლიათ ორივე პასპორტით, ქორწინების მოწმობასთან ერთად, ასევე, შეგიძლიათ ახალ ვიზაზე შეიტანოთ განაცხადი.

დაბრუნება უკან


კ.5 ახლანდელი აშშ-ის ვიზა მიღებული მაქვს წინა სამსახურში მუშაობის დროს. ამჟამად შევიცვალე სამსახური და ახალ კომპანიაში გადავედი სამუშაოდ. ახალ დამსაქმებელს სურს დავესწრო კონფერენციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მომდევნო თვეშია დაგეგმილი. შემიძლია თუ არა იმავე ვიზის გამოყენება, თუ განაცხადი ახალ ვიზაზე უნდა შევიტანო?

შეერთებულ შტატებში მოგზაურობა იმავე ვიზით შეგიძლიათ, ვიდრე თქვენი ვიზა ძალაშია საქმიანი ან გართობის მიზნით მოგზაურობისთვის.

დაბრუნება უკან


კ.6 ჩემი შვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს. შემიძლია თუ არა მასთან საცხოვრებლად წასვლა?

შვილთან ჩასასვლელად, შეგიძლიათ თქვენი საკუთარი B-1/B-2 ვიზის გამოყენება (ან, შესაძლებლობის შემთხვევაში, უვიზო პროგრამით, მოგზაურობა), მაგრამ შვილთან ერთად ვერ იცხოვრებთ, თუ არ ფლობთ საკუთარ საიმიგრაციო, სამუშაო ან სტუდენტურ ვიზას.

დაბრუნება უკან


FAQ (ხშირად დასმული შეკითხვები) - სამუშაო ვიზა

  1. რა არის პეტიცია?
  2. შემიძლია ვიზის მიღება შემთხვევითი სამუშაოსთვის?
  3. არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი დროებით სამუშაო ვიზაზე განაცხადის შეტანისთვის?
  4. შეუძლია თუ არა აშშ-ში მცხოვრებ ჩემს ნათესავს სამუშაო ვიზისთვის თავდებობა?
  5. როდიდან შემიძლია შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა?
  6. ვინ და როდის იხდის თაღლითობის პრევენციის და აღმოჩენის მოსაკრებელს?

კ.1 რა არის პეტიცია?

აშშ-ის საელჩოში დროებით სამუშაო ვიზაზე განაცხადის შეტანამდე, უნდა გქონდეთ აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) მიერ დამტკიცებული ფორმა I-129, პეტიცია არაიმიგრანტი მუშახელისთვის. აღნიშნული პეტიცია უნდა შეიტანოს თქვენმა მომავალმა დამსაქმებელმა, მუშაობის დაწყების სავარაუდო თარიღამდე არა უადრეს 6 თვისა. თქვენმა დამსაქმებელმა პეტიცია უნდა წარადგინოს, შეძლებისდაგვარად ადრე, 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს განსახილველად საჭირო დრო. დამტკიცების შემთხვევაში, თქვენს დამსაქმებელს გაეგზავნება ფორმა I-797, შეტყობინება საქმის აღძვრის შესახებ. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) დროებითი მუშახელის ვებგვერდს.

შენიშვნა: იმის შესამოწმებლად, მიღებულია თუ არა თქვენი პეტიცია, საელჩოს დასჭირდება თქვენი I-129 პეტიციის ქვითრის ნომერი, დამტკიცებულ ფორმა I-797-თან ერთად. გთხოვთ, ორივე თან იქონიოთ გასაუბრებაზე.

დაბრუნება უკან


კ.2 შემიძლია ვიზის მიღება შემთხვევითი სამუშაოსთვის?

არა. შემთხვევითი სამუშაოსთვის ვიზა არ არსებობს. ყველა განმცხადებელმა, რომელიც შეერთებულ შტატებში მუშაობას აპირებს, გასაუბრებამდე უნდა მიიღოს დამტკიცებული პეტიცია.

დაბრუნება უკან


კ.3 არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი დროებით სამუშაო ვიზაზე განაცხადის შეტანისთვის?

არა.

დაბრუნება უკან


კ.4 შეუძლია თუ არა აშშ-ში მცხოვრებ ჩემს ნათესავს სამუშაო ვიზისთვის თავდებობა?

არა. თავდები შეიძლება მხოლოდ თქვენი დამსაქმებელი იყოს.

დაბრუნება უკან


კ.5 როდიდან შემიძლია შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა?

შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვერ შეხვალთ მუშაობის დაწყების თარიღამდე 10 დღეზე ადრე, რომელიც აღნიშნულია თქვენს ფორმა I-797-ში ან დასაქმების შემოთავაზების წერილში.

დაბრუნება უკან


კ.6 ვინ და როდის იხდის თაღლითობის პრევენციის და აღმოჩენის მოსაკრებელს?

თაღლითობის პრევენციის და აღმოჩენის მოსაკრებელი. უნდა გადაიხადოს L-1 ვიზაზე განმცხადებელმა, რომელიც ზოგადი (blanket) პეტიციით მოგზაურობს. ინდივიდუალური L, H-1B და H-2B პეტიციებისთვის, პეტიციონერი აშშ-დან, პეტიციის წარდგენისას, აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურში (USCIS) იხდის თაღლითობის პრევენციის და აღმოჩენის მოსაკრებელს.

დაბრუნება უკან


FAQ (ხშირად დასმული შეკითხვები) - სტუდენტური ვიზა

  1. რა არის და როგორ უნდა მივიღო I-20?
  2. რამდენად ადრე უნდა შევიტანო განაცხადი სტუდენტურ ვიზაზე?
  3. მე მივიღე ვიზა. როდის უნდა გავემგზავრო?
  4. შეუძლია თუ არა სტუმრის ვიზის მფლობელ პირს, შეერთებულ შტატებში ყოფნის პერიოდში, სტატუსი სტუდენტურით შეიცვალოს, თუ სასწავლებელში ჩაირიცხება და ფორმა I-20-ს მიიღებს?
  5. როგორ მოვიქცე I-20-ის სხვა სასწავლებლიდან მიღების შემთხვევაში?
  6. ვმუშაობდი H-1B სტატუსით და ახლა ჩავირიცხე უნივერსიტეტში F-1 სტატუსით. აუცილებელია დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში და სტუდენტურ ვიზაზე შევიტანო განაცხადი?
  7. შეუძლია თუ არა F-1 სტატუსის მქონე სტუდენტს შეერთებულ შტატებში მუშაობა?
  8. რა არის სტუდენტთა და გაცვლით პროგრამაში მონაწილეთა საინფორმაციო სისტემა (SEVIS) და რა კავშირი აქვს ჩემთან?

კ.1 რა არის და როგორ უნდა მივიღო I-20?

ფორმა I-20 არის სერტიფიცირებული სასწავლებლის მიერ გაცემული აშშ-ის მთავრობის ოფიციალური ფორმა, რომელიც უნდა ჰქონდეს მომავალ არაიმიგრანტ სტუდენტს F-1 ან M-1 ვიზის მისაღებად. ფორმა I-20 მოქმედებს, როგორც ჩარიცხვის საბუთი და შეიცავს ინფორმაციას, რომელიც საჭიროა SEVIS-ის I-901 მოსაკრებლის გადახდისთვის, ვიზაზე განაცხადის შეტანისთვის ან ვიზის სტატუსის შეცვლისთვის და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაშვებისთვის. ფორმა I-20-ზე, ზედა მარჯვენა კუთხეში, უშუალოდ შტრიხკოდის ზემოთ, აღნიშნულია სტუდენტის SEVIS-ის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც იწყება ასო N-ით და შემდეგ მოყვება ცხრა ციფრი.

დაბრუნება უკან


კ.2 რამდენად ადრე უნდა შევიტანო განაცხადი სტუდენტურ ვიზაზე?

არასაიმიგრაციო სტუდენტურ ვიზაზე განაცხადის შეტანა შეგიძლიათ როგორც კი მიიღებთ I-20-ს. იმისათვის, რომ დროულად მიიღოთ ვიზა, განაცხადის შეტანა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუმცა, სტუდენტური ვიზა გაიცემა სწავლის დაწყების I-20-ზე აღნიშნულ თარიღამდე არა უადრეს 120 დღისა.

დაბრუნება უკან


კ.3 მე მივიღე ვიზა. როდის უნდა გავემგზავრო?

პირველი ჩასვლისას, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა შეგიძლიათ თქვენს I-20-ზე აღნიშნული სასწავლო კურსის დაწყებამდე 30 დღის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, თუ როდის გაიცა თქვენი ვიზა.

დაბრუნება უკან


კ.4 შეუძლია თუ არა სტუმრის ვიზის მფლობელ პირს, შეერთებულ შტატებში ყოფნის პერიოდში, სტატუსი სტუდენტურით შეიცვალოს, თუ სასწავლებელში ჩაირიცხება და ფორმა I-20-ს მიიღებს?

დიახ. ზოგადად, თუ ლეგალურად, არასაიმიგრაციო ვიზით ხართ დაშვებული შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, თქვენ შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ არასაიმიგრაციო ვიზის სტატუსის შეცვლაზე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი არასაიმიგრაციო სტატუსი ჯერ კიდევ ძალაშია, არ დაგირღვევიათ თქვენი სტატუსის პირობები და არ ჩაგიდენიათ ქმედება, რის გამოც აღნიშნული უფლება ჩამოგერთმეოდათ. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ვებსაიტს.

დაბრუნება უკან


კ.5 როგორ მოვიქცე I-20-ის სხვა სასწავლებლიდან მიღების შემთხვევაში?

თუ I-20 გასაუბრებაზე ჩაწერის შემდეგ მიიღეთ, აშშ-ის საკონსულოს ოფიცერს ახალი I-20-ის შესახებ შეგიძლიათ გასაუბრების დროს შეატყობინოთ..

დაბრუნება უკან


კ.6 ვმუშაობდი H-1B სტატუსით და ახლა ჩავირიცხე უნივერსიტეტში F-1 სტატუსით. აუცილებელია დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში და სტუდენტურ ვიზაზე შევიტანო განაცხადი?

არა. თუ უკვე შეერთებულ შტატებში იმყოფებით, არ გჭირდებათ ახალ ვიზაზე განაცხადის შეტანა, ვინაიდან ვიზა მხოლოდ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლისთვის არის განკუთვნილი. გადაამოწმეთ აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურში (USCIS), გჭირდებათ თუ არა სტატუსის შეცვლა. თუმცა, თუ ქვეყნიდან გაემგზავრებით, შეერთებულ შტატებში დასაბრუნებლად სტუდენტურ ვიზაზე განაცხადის შეტანა დაგჭირდებათ.

დაბრუნება უკან


კ.7 შეუძლია თუ არა F-1 სტატუსის მქონე სტუდენტს შეერთებულ შტატებში მუშაობა?

სრული პროგრამის F ვიზის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ იმუშაონ სასწავლებლის ტერიტორიაზე, კვირაში არა უმეტეს 20 საათისა. სტუდენტური სტატუსის პირველი წლის შემდეგ, განმცხადებელს შეუძლია სასწავლებლის გარეთ მოძებნოს სამსახური, აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ნებართვით. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს კონსულტანტს სტუდენტურ საკითხებში.

დაბრუნება უკან


კ.8 რა არის სტუდენტთა და გაცვლით პროგრამაში მონაწილეთა საინფორმაციო სისტემა (SEVIS) და რა კავშირი აქვს ჩემთან?

სტუდენტთა და გაცვლით პროგრამაში მონაწილეთა საინფორმაციო სისტემის (SEVIS) პროგრამა სასწავლებლებისა და გაცვლითი პროგრამებისგან მოითხოვს ყველა ახალი და სწავლის გამგრძელებელი უცხოელი სტუდენტის და გაცვლით პროგრამაში მონაწილე პირის მიღების სტატუსის გადამოწმებას. სტუდენტურ ვიზაზე განმცხადებლებს, ვიზის გაცემამდე, მოეთხოვებათ SEVIS-ის მოსაკრებლის გადახდა. ამის შემდეგ, განმცხადებლებმა, გადახდის დამადასტურებელი საბუთის სახით, უნდა წარმოადგინონ SEVIS I-901-ის მოსაკრებლის ქვითარი. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ SEVIS-ის ვებსაიტზე.

დაბრუნება უკან


FAQ (ხშირად დასმული შეკითხვები) - გაცვლით პროგრამაში მონაწილის ვიზა

  1. მე მივიღე ვიზა. როდის უნდა გავემგზავრო?
  2. რა არის სტუდენტთა და გაცვლით პროგრამაში მონაწილეთა საინფორმაციო სისტემა (SEVIS) და რა კავშირი აქვს ჩემთან?
  3. რა არის „ორი წლის წესი”?
  4. შესაძლებელია თუ არა ორი წლის წესისგან თავის არიდება?

კ.1 მე მივიღე ვიზა. როდის უნდა გავემგზავრო?

გაცვლით პროგრამაში მონაწილე პირებს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ 30 დღის განმავლობაში პროგრამის დაწყებამდე, როგორც აღნიშნულია თქვენს ფორმა DS-2019-ში, მიუხედავად იმისა, თუ როდის გაიცა ვიზა.

დაბრუნება უკან


კ.2 რა არის სტუდენტთა და გაცვლით პროგრამაში მონაწილეთა საინფორმაციო სისტემა (SEVIS) და რა კავშირი აქვს ჩემთან?

სტუდენტთა და გაცვლით პროგრამაში მონაწილეთა საინფორმაციო სისტემის (SEVIS) პროგრამა სასწავლებლებისა და გაცვლითი პროგრამებისგან მოითხოვს ყველა ახალი და სწავლის გამგრძელებელი უცხოელი სტუდენტის და გაცვლით პროგრამაში მონაწილე პირის მიღების სტატუსის გადამოწმებას. გაცვლითი პროგრამის მონაწილის ვიზაზე განმცხადებლებს, ვიზის გაცემამდე, მოეთხოვებათ SEVIS-ის მოსაკრებლის გადახდა. განმცხადებლებმა, გადახდის დამადასტურებელი საბუთის სახით, უნდა წარმოადგინონ SEVIS I-901-ის მოსაკრებლის ქვითარი. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ SEVIS-ის ვებსაიტზე.

დაბრუნება უკან


კ.3 რა არის „ორი წლის წესი”?

„ორი წლის წესი” აშშ-ის საიმიგრაციო კანონის იმ ნაწილის აღსანიშნავად გამოყენებული გავრცელებული ტერმინია, რომელიც გაცვლით პროგრამაში მონაწილე მრავალი პირისგან მოითხოვს გაცვლითი ვიზიტის დასრულების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას და იქ ფიზიკურად ყოფნას, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში, ვიდრე აშშ-ში ვიზის განსაზღვრული კატეგორიებით, კერძოდ, H-1, L-1, K-1 და საიმიგრაციო ვიზებით, დაბრუნების უფლებას მიიღებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ J-1 ვიზის გაცემისას, თქვენს DS-2019-ში მხოლოდ სავარაუდო მითითება ხდება იმის თაობაზე, გეხებათ თუ არა ორი წლის წესი. საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღება, რაც თქვენ მოგვიანებით H-1, L-1, K-1 ან საიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის შეტანას მოისურვებთ.

J-1 ვიზის მფლობელებს, რომლებზეც ორი წლის წესი ვრცელდება, არა აქვთ უფლება დარჩნენ შეერთებულ შტატებში და აკრძალული არასაიმიგრაციო სტატუსის გადაკეთებაზე/შეცვლაზე (მაგალითად, J-1 ვიზა H-1 ვიზად) ან კანონიერი მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსზე (მწვანე ბარათი) შეიტანონ განაცხადი, თუ ჯერ ორი წლით სახლში არ დაბრუნდებიან ან გათავისუფლების დამტკიცებულ დოკუმენტს არ მიიღებენ. ექვემდებარებით თუ არა ორი წლის წესს, რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის, თქვენი დაფინანსების წყაროთი და თქვენი ქვეყნის „უნარების სიით” განისაზღვრება. იგი არ განისაზღვრება თქვენს მიერ შეერთებულ შტატებში გატარებული დროის ხანგრძლიობით.

დაბრუნება უკან


კ.4 შესაძლებელია თუ არა ორი წლის წესისგან თავის არიდება?

შესაძლებელია. ორი წლის წესისგან გათავისუფლება მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო ოფისს შეუძლია. სავიზო ოფისი, ასევე, საბოლოო ინსტანციაა, რომელიც წყვეტს, ექვემდებარებით თუ არა ორი წლის წესს, მიუხედავად იმისა, რა წერია თქვენს პასპორტში. თუ ორი წლის წესს ექვემდებარებით, შესაძლებელია გათავისუფლების დოკუმენტის მიღება შეძლოთ. თუნდაც ორი წლის წესი გეხებოდეთ, მაინც გაქვთ უფლება განაცხადი შეიტანოთ ტურისტულ ვიზაზე ან ნებისმიერ სხვა არასაიმიგრაციო ვიზაზე, გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

დაბრუნება უკან


FAQ (ხშირად დასმული შეკითხვები) - ტრანზიტული/ გემის ეკიპაჟის ვიზა

  1. შეერთებულ შტატებში ერთი დღით გაჩერებას და მომდევნო დღეს სხვა ქვეყანაში გაფრენას ვაპირებ. მჭირდება თუ არა C-1 ან B-1/B-2 ვიზაზე განაცხადის შეტანა?

კ.1 შეერთებულ შტატებში ერთი დღით გაჩერებას და მომდევნო დღეს სხვა ქვეყანაში გაფრენას ვაპირებ. მჭირდება თუ არა C-1 ან B-1/B-2 ვიზაზე განაცხადის შეტანა?

თუ გაჩერებისას გსურთ სხვა პრივილეგიები გარდა შეერთებული შტატების გავლით ტრანზიტისა, მაგალითად, მეგობრების ან ღირსშესანიშნაობების მონახულება, თქვენ უნდა მოიპოვოთ აღნიშნული მიზნის შესაბამისი ვიზა, როგორიცაა B-2 ვიზა.

დაბრუნება უკან


FAQ (ხშირად დასმული შეკითხვები) - რელიგიური პირის ვიზა

  1. განაცხადი შემაქვს რელიგიური პირის ვიზაზე, მაგრამ არ მაქვს დამტკიცებული პეტიცია. შეერთებულ შტატებში უკვე ვიმყოფებოდი R-1 ვიზით და პეტიცია არ დამჭირვებია. შემიძლია თუ არა R-1 ვიზაზე პეტიციის გარეშე შევიტანო განაცხადი, რადგან წარსულში მქონდა R-1 ვიზა?

კ.1 განაცხადი შემაქვს რელიგიური პირის ვიზაზე, მაგრამ არ მაქვს დამტკიცებული პეტიცია. შეერთებულ შტატებში უკვე ვიმყოფებოდი R-1 ვიზით და პეტიცია არ დამჭირვებია. შემიძლია თუ არა R-1 ვიზაზე პეტიციის გარეშე შევიტანო განაცხადი, რადგან წარსულში მქონდა R-1 ვიზა?

დამტკიცებული პეტიციის მოთხოვნა ძალაში 2008 წლის 28 ნოემბერს შევიდა. R-1 არასაიმიგრაციო ვიზაზე ყველა განმცხადებელს მოეთხოვება აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) მიერ დამტკიცებული პეტიციის ქონა. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ვებსაიტს.

დაბრუნება უკან


FAQ (ხშირად დასმული შეკითხვები) - პასპორტის თვალყურის დევნება

  1. რატომ არის კონვერტში მხოლოდ ერთი პასპორტი? რატომ არ არის ოჯახური ფასდაკლებები?
  2. როგორ დამიბრუნდება პასპორტი გასაუბრების შემდეგ?
  3. რა უნდა წარვადგინო საკურიერო პუნქტში პასპორტის გამოსატანად?
  4. მოწმობის (ID) რა ტიპებია მისაღები პირადობის დასადასტურებლად?
  5. შეუძლია თუ არა ჩემს გარდა ვინმეს აიღოს ან ჩაიბაროს ჩემი პასპორტი?
  6. კურიერულ მომსახურებაში ვიხდი თუ არა რაიმე გადასახადს?
  7. არ მახსოვს პასპორტის მიღების მისამართი?

კ.1 რატომ არის კონვერტში მხოლოდ ერთი პასპორტი? რატომ არ არის ოჯახური ფასდაკლებები?

კურიერს პასპორტის დაბრუნებისთვის დამატებით გადასახადს არ უხდით. ყველა ხარჯი სავიზო მოსაკრებელში შედის. კურიერის უსაფრთხოების წესები თითოეული პასპორტის ცალკე გადაცემას მოითხოვს.

დაბრუნება უკან


კ.2 როგორ დამიბრუნდება პასპორტი გასაუბრების შემდეგ?

პასპორტს იმ საკურიერო მისამართზე მიიღებთ, რომელიც გასაუბრებაზე ჩაწერისას აირჩიეთ. თუ ამ მისამართის შეცვლა გსურთ, ამის გაკეთებას გასაუბრების თარიღის დღის 11:59 საათამდე შეძლებთ. თუ გადაუდებელ მოგზაურობას გეგმავთ, დოკუმენტების უფრო სწრაფად მისაღებად, კურიერის ის მისამართი აირჩიეთ, რომელიც გასაუბრების ადგილთან ყველაზე ახლოსაა. კურიერის მომსახურების ღირებულება სავიზო მოსაკრებელში შედის.

დაბრუნება უკან


კ.3 რა უნდა წარვადგინო საკურიერო პუნქტში პასპორტის გამოსატანად?

იმისათვის, რომ თქვენი პასპორტის და ვიზის არასანქცირებულ პირზე გაცემა არ მოხდეს, პასპორტის გატანისას, თქვენი იდენტიფიკაციისთვის უნდა წარმოადგინოთ ოფიციალურად გაცემული პირადობის მოწმობა ფოტოსურათით (ID). აგრეთვე, ხელი უნდა მოაწეროთ ყველა დოკუმენტზე, რომელსაც კურიერი გადმოგცემთ.

დაბრუნება უკან


კ.4 მოწმობის (ID) რა ტიპებია მისაღები პირადობის დასადასტურებლად?

უნდა წარმოადგინოთ ოფიციალურად გაცემული ფოტოსურათიანი პირადობის მოწმობის (ID) ორიგინალი.

დაბრუნება უკან


კ.5 შეუძლია თუ არა ჩემს გარდა ვინმეს აიღოს ან ჩაიბაროს ჩემი პასპორტი?

დიახ. თუმცა, თქვენმა წარმომადგენელმა - მათ შორის, ოჯახის წევრმა - თქვენი პასპორტის გასატანად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

თუ თქვენს პასპორტს დოკუმენტთა მიღების ოფისიდან წარმომადგენელი თქვენი სახელით იღებს - თუნდაც იგი ოჯახის წევრი იყოს - წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს:

  • მისი საკუთარი, ოფიციალურად გაცემული ფოტოსურათიანი პირადობის მოწმობის ორიგინალი, იდენტიფიკაციისთვის
  • თქვენი, ოფიციალურად გაცემული ფოტოსურათიანი პირადობის მოწმობის (ID) ასლი
  • თქვენს მიერ ხელმოწერილი მინდობილობა, რომელიც წარმომადგენელს თქვენი პასპორტის აღების უფლებას აძლევს. მინდობილობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    • თქვენი წარმომადგენლის სრულ სახელს, როგორც მის ოფიციალურ პირადობის მოწმობაში წერია
    • თქვენს სახელს

თუ განმცხადებელი 16 წლამდე ასაკისაა, მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტები:

  • განმცხადებლის ერთ-ერთი მშობლის მიერ ხელმოწერილი მინდობილობის ორიგინალი
  • განმცხადებლის მინდობილობაზე ხელისმომწერი მშობლის ოფიციალური პირადობის მოწმობის (ID) გარკვევით გადაღებული ასლი
  • წარმომადგენლის ოფიციალური პირადობის მოწმობის ორიგინალი
  • შენიშვნა: ჯგუფის/ოჯახის შემთხვევაში, თითოეული განმცხადებლისთვის მიიღება საჭირო ინფორმაციის შემცველი ერთი მინდობილობა.

დაბრუნება უკან


კ.6 კურიერულ მომსახურებაში ვიხდი თუ არა რაიმე გადასახადს?

არა. კურიერის მომსახურების ღირებულება თქვენი სავიზო განაცხადის ან საიმიგრაციო ვიზის მოსაკრებელში შედის.

დაბრუნება უკან


კ.7 არ მახსოვს პასპორტის მიღების მისამართი?

პასპორტის მიღების მისამართი, რომელიც გაქვთ არჩეული გასაუბრების დანიშვნის დროს, შეგიძლიათ იხილოთ გასაუბრების დასტურის გვერდზე და თქვენი პროფილის Home გვერდზე.

დაბრუნება უკან