ჩემი პასპორტის შესწორება და მიღება
პასპორტის/ვიზის აღების მისამართები

ხშირად დასმული შეკითხვები

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

აპლიკაციაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პასპორტი და ვიზა გადაიგზავნება:

  • • თქვენი სახლის/ოფისის მისამართზე (პრემიუმ მიტანის სერვისი). ამ სერვისისთვის, დამატებითი ღირებულების სახით, გადაიხდით 6,50 (ერთი პასპორტისათვის) ლარს თბილისში და 10,00 (ერთი პასპორტისათვის)  ლარს საქართველოს სხვა ქალაქებში. გადახდა განხორციელდება ადგილზევე, დოკუმენტების მოტანის დროს.
  • TNT შეინახავს თქვენს ვიზიან პასპორტს და შეგეძლებათ მიაკითხოთ მას TNT-ის იმ ოფისში, რომელიც თავად მიუთითეთ გასაუბრების დანიშვნის დროს. ამ სერვისით სარგებლობისას, არ მოგიწევთ დამატებითი მოსაკრებლის გადახდა.

შენიშვნა: თუ შეიძლება, მოუთითეთ თქვენი მოქმედი ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი იმისათვის, რომ დაგიკავშირდნენ პასპორტის სახლში მიტანის შემთხვევაში.

პარამეტრების მისამართის შეცვლა

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ დოკუმენტაციის მიღების პუნქტის არჩეული მისამართი ონლაინ რეჟიმში ანქოლ-ცენტრში დარეკვით, გასაუბრების თარიღის დღის 11:59 საათამდე. მიღების პუნქტის არჩეული მისამართის შეცვლა უფასოა.

პასპორტის თვალყურის დევნება

იმისათვის, რომ თქვენთვის მოსახერხებელი იყოს, პასპორტის ადგილმდებარეობის თვალყურის სადევნებლად შეგიძლიათ რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი აირჩიოთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ TNT– ში  მხოლოდ 10 კალენდარული დღის განმავლობაში დარჩება თქვენი პასპორტი, იმ დღიდან, როცა თქვენ მიიღებთ დასტურს, რომ თქვენი პასპორტი მზად არის ასაღებად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 10 კალენდარული დღის ამოწურვის შემდეგ თქვენი პასპორტი დაბრუნდება საელჩოში/საკონსულოში, თქვენ უნდა დაელოდოთ ინფორმაციას საელჩოდან/საკონსულოდან თუ როგორ უნდა აიღოთ თქვენი პასპორტი.

მიმდინარე: შეიყვანეთ ქვემოთ თქვენი პასპორტის ნომერი სტატუსის შესამოწმებლად. თუ თქვენი პასპორტი მზად არის ასაღებად, გთხოვთ, დროულად შეაგროვოთ დამხმარე დოკუმენტები და მოიტანოთ ისინი. თუ თქვენი პასპორტი არ იქნება დროულად წაღებული, ის გაიგზავნება უკან საელჩოში ან საკონსულოში.

 

 

ფოსტა: გააგზავნეთ წერილი მისამართზე passportstatus@ustraveldocs.com და საგანში და/ან ტექსტში ჩაწერეთ პასპორტის მოქმედი ნომერი, ზუსტად იმ სახით, როგორც გასაუბრებაზე ჩაწერის დროს გააკეთეთ. არ დაურთოთ დამატებითი ტექსტი. მიიღებთ ავტომატურ პასუხს, სტატუსის მითითებით.

დააჭირეთ გასადიდებლად

ონლაინ რეჟიმი: თქვენი პასპორტის თვალყურის დევნება ონლაინ რეჟიმში აქედან შეგიძლიათ.

ინტერაქტიული რეჟიმი (ჩატი) და ტელეფონი: თქვენი პასპორტის თვალყურის დევნება ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებით, ჩატის ან ტელეფონის საშუალებით შეგიძლიათ. ქოლ-ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია და მისი მომსახურების სრული აღწერა, სამუშაო საათების ჩათვლით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

თქვენი დოკუმენტების აღება

საელჩოს მიერ განხილულ პასპორტს TNT ოფისი ინახავს მის რომელიმე პუნქტში მოკითხვამდე. ამ მომსახურებისთვის დამატებითი მოსაკრებლის გადახდა არ არის საჭირო - TNT-ის მიერ პასპორტის მიწოდების ან შენახვის ღირებულება სავიზო მოსაკრებელში შედის.

  • პრემიუმ მიტანის სერვისი

თუ თქვენ აირჩევთ პრემიუმ მიტანის სერვისს, TNT დაგიკავშირდებათ, რათა დაადგინოს დოკუმენტების მოტანის დრო და ადგილი. სახლში/ოფისში აუცილებლად უნდა იყოს ვინმე კურიერის მიერ პასპორტის მიტანის დროს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ TNT მხოლოდ რამდენჯერმე შეეცდება თქვენი პასპორტის სახლში მოტანას. თუ ამ დროის განმავლობაში ვერ მოახერხებთ თქვენი პასპორტის მიღებას, იგი გადაეგზავნება საელჩოს/საკონსულოს და ამის შემდეგ საელჩო/საკონსულო დაგიკავშირდებათ იმის თაობაზე, თუ როდის და რა ფორმით შეგეძლებათ თქვენი პასპორტის მიღება.

  • • პასპორტის TNT-ის ოფისიდან გამოტანა

TNT Express-ს აქვს მისამართები, სადაც შეიძლება დაიტოვოს თქვენი პასპორტი თქვენს მიერ მის გამოტანამდე. ინტერვიუს დანიშვნის მომენტში, გაქვთ შესაძლებლობა რომ შეარჩიოთ TNT-ის თქვენთვის მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, საიდანაც შეძლებთ პასპორტის გამოტანას. პასპორტის ამ მისამართზე მისვლის შემდეგ მიიღებთ იმეილ შეტყობინებას. გაითვალისწინეთ, რომ TNT Express შეინახავს თქვენს პასპორტს შეტყობინების გამოგზავნიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ დროზე არ გამოიტანთ პასპორტს, მისი მიღების პროცესი გაჭიანურდება.

10 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ თქვენი პასპორტი დაბრუნდება საელჩოში/საკონსულოში და ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ ინფორმაციას საელჩოდან/საკონსულოდან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მიიღოთ თქვენი პასპორტი.

ადგილმდებარეობა

TNT-ის დოკუმენტაციის მიღების პუნქტების მისამართების სანახავად დააწკაპუნეთ აქ.

საჭირო დოკუმენტების შეგროვება ერთ დღეში

TNT ოფისს აქვს სპეციალური ფილიალი თბილისში, სადაც შეგიძლიათ პასპორტი მიიღოთ იმავე დღეს, რა დღესაც TNT ოფისი მიიღებს თქვენს პასპორტს საელჩოსგან. თუ გეჩქარებათ პასპორტის მიღება, თქვენს პროფილში შეარჩიეთ ხსენებული TNT ოფისი, როგორც პასპორტის მიღების თქვენთვის სასურველი პუნქტი. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული პუნქტის შერჩევა არ ნიშნავს დაჩქარებულ სავიზო წარმოებას. პასპორტის მიღება TNT ოფისის მოცემულ პუნქტში შეგეძლებათ სავიზო წარმოების დასრულებისა და საელჩოს მიერ პასპორტის გადაცემის შემდეგ TNT ოფისში თქვენზე გადმოსაცემად.

TNT ოფისი თბილისში
საქართველო, თბილისი, აღმაშენებლის გამზირი #25
თბილისი, საქართველო

პასპორტის მისაღებად საჭირო დოკუმენტები

იმისათვის, რომ მიიღოთ თქვენი პასპორტი TNT-ის კურიერის მეშვეობით ან გაიტანოთ იგი TNT-ის ოფისიდან, უნდა წარმოადგინოთ ოფიციალურად გაცემული ფოტოსურათიანი პირადობის მოწმობის (ID) ორიგინალი. ასევე,დაგჭირდებათ თქვენი პროფილის უნიკალური კოდის (UID) ცოდნა.

თქვენი UID შეგიძლიათ ნახოთ სისტემაში შესვლის შემდეგ, მარჯვენა მხარეს, მომხმარებლის სახელისა და იმეილის გვერდით.

თუ თქვენს პასპორტს დოკუმენტაციის მიღების ოფისიდან წარმომადგენელი თქვენი სახელით იღებს - თუნდაც იგი ოჯახის წევრი იყოს - წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს:

  • წარმომადგენლის საკუთარი, ოფიციალურად გაცემული ფოტოსურათიანი პირადობის მოწმობის ორიგინალი, იდენტიფიკაციისთვის;
  • განმცხადებლის ოფიციალურად გაცემული ფოტოსურათიანი პირადობის მოწმობის (ID) ასლი;
  • განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი მინდობილობა, რომელიც წარმომადგენელს თქვენი პასპორტის აღების უფლებას აძლევს. მინდობილობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    • თქვენი წარმომადგენლის სრულ სახელს, როგორც მის ოფიციალურ პირადობის მოწმობაში წერია;
    • თქვენს სახელს.

თუ განმცხადებელი 18 წლამდე ასაკისაა, მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტები:

  • განმცხადებლის ერთ-ერთი მშობლის მიერ ხელმოწერილი მინდობილობის ორიგინალი;
  • განმცხადებლის მინდობილობაზე ხელისმომწერი მშობლის ოფიციალური პირადობის მოწმობის (ID) გარკვევით გადაღებული ასლი;
  • წარმომადგენლის ოფიციალური პირადობის მოწმობის ორიგინალი;

შენიშვნა: ჯგუფის/ოჯახის შემთხვევაში, თითოეული განმცხადებლისთვის მიიღება საჭირო ინფორმაციის შემცველი ერთი მინდობილობა.