ბანკის და გადახდის გზის არჩევა/სავიზო მოსაკრებლის გადახდა

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

უმრავლეს შემთხვევაში, იმის მიუხედავად, ვიზა გაიცემა თუ არა, ვიზაზე თითოეულ განმცხადებელს, მათ შორის, ბავშვებს, მოეთხოვება ელექტრონულად წაკითხვადი ვიზის (MRV) მოსაკრებლის გადახდა, რომელიც ანაზღაურებას და სხვა პირზე არ ექვემდებარება. სავიზო მოსაკრებელი განისაზღვრება ვიზის კატეგორიით, რომელზეც განაცხადის შეტანა გსურთ.

გახსოვდეთ, რომ MRV მოსაკრებელი არ ანაზღაურდება. გთხოვთ, დაადასტუროთ, გჭირდებათ თუ არა სავიზო განაცხადის გაკეთება. თქვენ, შესაძლოა, არ დაგჭირდეთ აშშ-ის ახალი ვიზისთვის განაცხადის შეტანა, თუ უკვე ფლობთ აშშ-ის მოქმედ ვიზას ან ხართ უვიზო პროგრამის მონაწილე ქვეყნის ქვეშევრდომი.

გარკვეულ პირებს არ მოეთხოვებათ MRV მოსაკრებელი, მაგალითად:

  • თუ განაცხადი შეგაქვთ A ან G ვიზისთვის სამსახურებრივი მოგზაურობის მიზნით, არ დაგჭირდებათ MRV მოსაკრებლის გადახდა
  • თუ განაცხადი შეგაქვთ J ვიზისთვის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, არ დაგჭირდებათ MRV მოსაკრებლის გადახდა

გარკვეულ პირებს არ ესაჭიროებათ ვიზა, მაგალითად:

  • თუ უკვე გაქვთ მოქმედი ვიზა თქვენს მიერ განზრახული მოგზაურობისთვის, ვიზა აღარ დაგჭირდებათ.
  • თუ კანადის ან ბერმუდის მოქალაქე ხართ (და განაცხადი არ შეგაქვთ ვიზის A, E, G, K ან V კატეგორიებისთვის), ვიზა აღარ დაგჭირდებათ.

თუ ვიზისთვის განაცხადის შეტანა გჭირდებათ, სავიზო მოსაკრებლის გადახდისთვის მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს. მოსაკრებლისგან განთავისუფლების თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ეს გვერდი.

გახსოვდეთ: განმცხადებლებს შეხვედრის დანიშვნა შეზღუდული რაოდენობით შეუძლიათ. ჯეროვნად დაგეგმეთ, ისე, რომ არ მოგიწიოთ სავიზო მოსაკრებლის ხელახლა გადახდა. სავიზო მოსაკრებლები არ ანაზღაურდება.

მოსაკრებლის გადახდის გზების არჩევა

ბანკში ნაღდი ანგარიშსწორება

არასაიმიგრაციო ვიზაზე ნებისმიერ განმცხადებელს ნაღდი ანგარიშსწორებით სავიზო მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია. ბანკში წასვლამდე თქვენ უნდა ამობეჭდოთ და თან იქონიოთ აშშ-ს სავიზო მოსაკრებლის ბარათი, რომელიც ამ ვებ-გვერდზე არის ხელმისაწვდომი. სავიზო მოსაკრებლის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის დროს ბანკში წარადგინეთ შევსებული სავიზო მოსაკრებლის ბარათი და პასპორტი. ზუსტად გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებლის ბარათზე მითითებული თანხა. მოსაკრებლის გადახდისთანავე ბანკი გადმოგცემთ ქვითარს. ვებ-გვერდის საშუალებით მიღებული სავიზო მოსაკრებლის ბარათის წარდგენის გარეშე ბანკი არ მიიღებს მოსაკრებელს. სავიზო განაცხადის შეტანის და გასაუბრების დანიშვნის პროცესის დროს განმცხადებლის მიერ ვიზის კატეგორიის არასწორად მითითება შესაბამისად გამოიწვევს ბარათზე არასწორი სავიზო მოსაკრებლის ასახვას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასწორად გადახდილი მოსაკრებლის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება და განმცხადებელს ხელახლა მოუწევს სწორი მოსაკრებლის გადახდა. მოსაკრებელი არ ექვემდებარება აზრაურებას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეცდომა ბანკის მიერ იყო დაშვებული.

თუ ქვითარს ამობეჭდავთ თანხის ბანკში გადახდის დღემდე რომელიმე წინა დღეს, ყურადღება მიაქციეთ ქვითარზე მითითებულ ვადას. თუ თანხის გადახდამდე ბლანკს ვადა გაუვიდა, დააწკაპუნეთ ამავე გვერდზე მოცემულ შესაბამის ბმულს და მიიღებთ ქვითრის ახალ ბლანკს. მოსაკრებლის ამკრები სააგენტოში არ მიიღებს ვადაგასული ქვითრით გადახდას. გადახდის დასტურად „საქართველოს ბანკი“ მოგცემთ ქვითარს. შეინახეთ ქვითარი. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში ასლი არ გაიცემა. ქვითრის ნომრის გარეშე გასაუბრების დანიშვნას ვერ შეძლებთ.

ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვიზის ქვითრის ბლანკი. მოცემულია აშშ დოლარში. ამ გვერდზე მოცემულია უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია სხვადასხვა კატეგორიის ვიზის საკონსულო მოსაკრებლების შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ ქვითრის კვიტანცია არ იხსნება iPad კომპიუტერით და სწორად არ იტვირთება Apple .pdf რიდერით. ქვითრების სწორი ფორმატით ჩამოტვირთვა Apple კომპიუტერზე შესაძლებელია პროგრამით Adobe Reader. თუ ვერ ტვირთავთ ან ვერ ხსნით ქვითრის ბლანკს, გადმოიწერეთ და დააყენეთ კომპიუტერზე Adobe Reader ბოლო ვერსია Adobe-ის ვებ-გვედიდან. პროგრამის Adobe Reader გადმოწერა უფასოა.

გასაუბრებაზე ჩაწერა

შეხვედრის, როგორც ონლაინ რეჟიმში, ისე ჩვენს ქოლ-ცენტრთან დაკავშირების გზით დანიშვნისას, თქვენ დაგჭირდებათ ქვითრის ნომერი, რომელიც მასზეა მითითებული. გადახდის ჩეკის ნომერი მითითებულია ქვითრის „ბანკის ინდოსამენტზე“ (იხ. ქვემოთ წითელი ოვალით შემოფარგული უბანი).

Fee Payment Receipt

გასაუბრებაზე შეგიძლიათ ჩაეწეროთ საქართველოს ბანკის ფილიალში სავიზო მოსაკრებლის გადახდიდან ხუთი საათის შემდეგ.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია მოსაკრებლის გადახდის დამუშავების დრო, აგრეთვე, სავიზო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, თუ როდის შეგიძლიათ გასაუბრებაზე ჩაწერა.

სავიზო მოსაკრებლის გადახდის დამუშავების ვადები - ბანკში ნაღდი ანგარიშსწორება
გადახდის დრო გასაუბრების დღის დანიშვნა

ორშაბათი-პარასკევი 8:00 საათიდან 19:45 საათამდე

გადახდიდან ხუთი საათის შემდეგ

ორშაბათი-პარასკევი 19:45 საათის შემდეგ

მომდევნო სამუშაო დღეს 12:30 სთ

შაბათი/კვირა ნებისმიერ დროს

მომდევნო ორშაბათს 12:30 სთ