ჯგუფური გასაუბრება

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

ჯგუფები მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება ამით, პროფესიული სტაჟირების პროგრამაში მონაწილეებს და ტურისტულ ჯგუფებს.

როგორ შევიტანოთ განაცხადი

ეტაპი 1
ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯგუფური გასაუბრების დასანიშნად განაცხადი უნდა წარადგინოს ონლაინ სისტემის რეჟიმში. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, დაელოდეთ საელჩოს პასუხს, რომელიც ელ. ფოსტაზე მოგივათ.

გთხოვთ ნუ დაამატებთ ახალი ჯგუფის წევრებს/დაქვემდებარებულ პირებს, ვიდრე არ მიიღებთ ელ. ფოსტით შეტყობინებას, რომ თქვენი ჯგუფის მოთხოვნა დადასტურებულია საელჩოს ან საკონსულოს მიერ. ჯგუფის წევრების/დაქვემდებარებული პირების დამატება შეგიძლიათ მხოლოდ დასტურის ელ. ფოსტით მიღების შემდეგ.

ეტაპი 2
თუ საელჩო თქვენს მოთხოვნას მიიღებს, ელ. ფოსტაზე მიიღებთ წერილს გაფრთხილებით, რომ ჩაწეროთ გასაუბრებაზე თქვენი ჯგუფის თითოეული წევრი. გაითვალისწინეთ, რომ ქოლ-ცენტრი ვერ ჩაგწერთ გასაუბრებაზე, მაგრამ აგენტებს შეუძლიათ დაგეხმარონ კითხვების შემთხვევაში. თუ საელჩო უარს გეტყვით ჯგუფურ გასაუბრებაზე, ამის შესახებ შეგატყობინებენ ელ. ფოსტის საშუალებით და ჯგუფის თითოეულ წევრს ინდივიდუალურ გასაუბრებაზე მოუწევს ჩაწერა.

შენიშვნა: თქვენი მოთხოვნის მიღების დასტურის ან უარის წერილი მოგივათ მისამართიდან no-reply@ustraveldocs.com ელ. ფოსტის ზოგიერთი პროგრამა ფილტრავს უცნობ გამომგზავნებს სპამ- ან ნარჩენების (junk) საქაღალდეში. თუ არ მიგიღიათ შეტყობინება ელ. ფოსტაზე, მოძებნეთ იგი ნარჩენების (junk) და სპამ-საქაღლადეებში.

ეტაპი 3

ჯგუფის თითოეულმა წევრმა უნდა გადაიხადოს სავიზომოსაკრებელი.იმ შემთხვევაში, თუ მთლიანი გადასახადის გადახდა მოხდება, თქვენ მიიღებთ მხოლოდ ერთი ქვითრის ნომერს ერთ ტრანზაქციაზე და გამოიყენებთ ქვითრის ნომერს ყველა მოქმედ MRV გადახდილ გადასახადზე.

ვიზის კატეგორიები და მოსაკრებლის ოდენობები - მოსაკრებლის კლასის მიხედვით
ვიზის კატეგორიები აღწერილობა მოსაკრებლის ოდენობა (აშშ დოლარი) შეარჩიეთ რაოდენობა
B საქმიანი/ტურისტული $160
C-1 ტრანზიტული $160
C-1/D ეკიპაჟის წევრი ,ტრანზიტული $160
D გემის/თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებისთვის $160
E მოვაჭრეების/ინვესტორებისთვის, ავსტრალიელი პროფესიონალებისთვის $205
F სტუდენტური (აკადემიური) $160
H დროებითი/სეზონური მუშახელისთვის, სტაჟიორებისთვის $190
I ჟურნალისტური $160
J გაცვლითი პროგრამის მონაწილეები $160
K აშშ-ის მოქალაქის საქმროს (საცოლის) ან მეუღლისთვის $265
L კომპანიის შიდა გადაადგილებისთვის $190
M სტუდენტური (პროფესიული) $160
O განსაკუთრებული უნარების მქონე პირთათვის $190
P სპორტსმენებისთვის, ხელოვნების დარგის წარმომადგენელთათვის $190
Q საერთაშორისო კულტურული გაცვლითი პროგრამის მონაწილეებისთვის $190
R რელიგიური პირებისთვის $190
T ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის $160
TN/TD NAFTA-ს პროფესიონალებისთვის $160

ეტაპი 4
ჯგუფის თითოეულმა წევრმა უნდა შეავსოს არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა.

ეტაპი 5
ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯგუფის თითოეული წევრი უნდა ჩაწეროს გასაუბრებაზე, გასაუბრების ონლაინ სისტემის მეშვეობით. გასაუბრებაზე ჩაწერისთვის ჯგუფის თითოეულ წევრს დასჭირდება შემდეგი მონაცემები:

  • მისი პასპორტის ნომერი
  • თქვენი საქართველოს ბანკის ქვითრის ნომერი (თუ ამ ნომრის მოსაძიებლად დახმარება გჭირდებათ, აქ დააწკაპუნეთ.)
  • შტრიხკოდის ათ (10)-ციფრიანი ნომერი მისი DS-160 დასტურის ფურცლიდან
  • პასპორტის გაცემის და მოქმედების ვადის დასასრულის თარიღი.

ეტაპი 6
ჯგუფის თითოეული წევრი უნდა მივიდეს აშშ-ის საელჩოში მისი გასაუბრების დღესა და საათზე. მან თან უნდა იქონიოს გასაუბრების დანიშვნის წერილის ამობეჭდილი ასლი, DS-160 დასტურის ფურცელი, ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი ფოტოსურათი, ახლანდელი და ყველა ძველი პასპორტი და სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ორიგინალი. განაცხადი, რომელიც ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.

შენიშვნა: ჯგუფის ხელმძღვანელს 1-5 საფეხურების შესრულება ჯგუფის წევრების ნაცვლად შეუძლია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები მიზნით ჯგუფური ინტერვიუები, გთხოვთ, ეწვიოთ პრაქტიკული სახელმძღვანელო მიზნით ჯგუფის მონაწილეთა მეტი ინფორმაცია.