სავიზო განაცხადის შეტანა

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

გთხოვთ, დაადასტუროთ, გჭირდებათ თუ არა სავიზო განაცხადის გაკეთება. თქვენ შესაძლოა არ დაგჭირდეთ აშშ-ის ახალი ვიზისთვის განაცხადის შეტანა, თუ უკვე ფლობთ აშშ-ის მოქმედ ვიზას ან ხართ უვიზო პროგრამის მონაწილე ქვეყნის ქვეშევრდომი. გთხოვთ სწორად მიუთითოთ თქვენი მოქალაქეობის ქვეყანა და იმ ვიზის კატეგორია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ამ ინფორმაციის არასწორად მითითება გამოიწვევს თქვენი გასაუბრების გაუქმებას და თქვენ ვერ დანიშნავთ ხელახალ გასაუბრებას მომდევნო ხელმისაწვდომ გასაუბრების დღემდე.

თუ არასაიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის შეტანა გჭირდებათ, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ საფეხურებს.

შეტყობინება არა-რეზიდენტი განმცხადებლებისთვის

მესამე ქვეყნების არა-რეზიდენტ  მოქალაქეებს შეუძლიათ დანიშნონ შეხვედრა და არასაიმიგრაციო ვიზებზე გააკეთონ განაცხადი აშშ-ის საელჩოს საკონსულოს განყოფილებებში, სადაც არასაიმიგრაციო ვიზები გაიცემა. თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თანამშრომლები შეიძლება არ იცნობდნენ ადგილობრივ პირობებს და/ან თქვენი ქვეყნის ენას, რამაც შესაძლოა გაართულოს ვიზის მისაღებად საჭირო თქვენი კვალიფიციურობის წარმოჩენა. თბილისის აშშ საელჩოს საკონსულო განყოფილებას შეუძლია მოემსახუროს ქართულ, ინგლისურ და რუსულად მოსაუბრე განმცხადებლებს. განმცხადებლებს, ვინც არ საუბრობს რომელიმე ამ ენაზე, ვურჩევთ მიმართონ აშშ-ს იმ საელჩოს ან საკონსულოს, სადაც საუბრობენ მათთვის გასაგებ ენაზე.

როგორ შევიტანოთ განაცხადი

საფეხური 1

არასაიმიგრაციო ვიზის აპლიკანტთათვის:

განსაზღვრეთ თქვენი ვიზის ტიპი ჩვეულებრივი არასაიმიგრაციო ვიზები გვერდის წაკითხვით. თითოეული ვიზის ტიპისათვის ახსნილია კვალიფიკაცია და აპლიკაციის შევსების წესები. აირჩიეთ ვიზის ტიპი, რომელიც შეესაბამება თქვენს სიტუაციას.

იხილეთ აგრეთვე Visa Waiver Program. თუ თქვენი ქვეყანა არის მონაწილე Visa Waiver Program-ისა, მაშინ თქვენ არ გჭირდებათ ვიზაზე განაცხადის შეტანა, თუ აშშ-ში ბიზნეს საქმიანობის ან გართობის მიზნით მიემგზავრებით და რჩებით 90 დღით ან უფრო ნაკლები ვადით.

საფეხური 2

როდესაც სწორად განსაზღვრავთ ვიზის ტიპს, თქვენ უნდა გადაიხადოთ სავიზო მოსაკრებელი. გვერდზე სავიზო მოსაკრებელი იხილავთ ვიზის ტიპების სიას შესაბამის საფასურთან ერთად, როგორც ამერიკულ დოლარში, ასევე ადგილობრივ ვალუტაში.

ვიზის მოსაკრებლის გადასახდელად იხილეთ ბანკი და გადახდის პროცედურა. ამ გვერდში ახსნილია ის, თუ როგორ უნდა გადაიხადოთ სავიზო მოსაკრებელი. თქვენ უნდა შეინახოთ გადახდის ქვითრის კოდი, რათა დანიშნოთ გასაუბრება.

საფეხური 3

შემდეგი საფეხურია DS-160 ფორმის შევსება. იხილეთ გიდი DS-160 ფორმის შემვსებთათვის. ყოველი ინფორმაცია უნდა იყოს სწორი და გასაგები. როდესაც ფორმის შევსება დასრულებულია, თქვენ აღარ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა. თუ თქვენ გჭირდებათ დახმარება, გაიარეთ კონსულტაცია საიმიგრაციო ადვოკატთან ან თარჯიმანთან.

ქოლ-ცენტრი ვერ დაგეხმარებათ DS-160-ის შევსებაში. თქვენ დაგჭირდებათ DS-160-ის ნომერი გასაუბრების დასანიშნად.

საფეხური 4

თქვენ თითქმის მზად ხართ გასაუბრების დასანიშნად!

თქვენ დაგჭირდებათ პროფილის შექმნა ჩვენს სისტემაში. მიჰყევით ლინკს და დააწკაპუნეთ გვერდზე New User.

შეავსეთ ყველა ველი და შექმენით პაროლი. როდესაც შეხვალთ სისტემაში, იხილავთ თქვენს დაფას. დააწკაპუნეთ მენიუს მარცხნივ შეხვედრაზე ჩაწერა

დაიწყება გასაუბრების დაგეგმვის პროცესი. თქვენ დაგჭირდებათ:

  • თქვენი პასპორტის ნომერი
  • თქვენი საქართველოს ბანკის ქვითრის ნომერი (თუ ამ ნომრის მოსაძიებლად დახმარება გჭირდებათ, აქ დააწკაპუნეთ.)
  • შტრიხკოდის ათ (10)-ციფრიანი ნომერი თქვენი DS-160 დასტურის ფურცლიდან

პროცესის დროს, შეგეძლებათ ვიზის ტიპის არჩევა, პირადი მონაცემების შეყვანა, დამოკიდებული პირების დამატება, საბუთების მიღების ადგილმდებარეობა, მოსაკრებლის გადახდის დადასტურება და საბოლოოდ, გასაუბრების დანიშვნა.

საფეხური 5

მიბრძანდით აშშ-ს საელჩოში გასაუბრების თარიღის მიხედვით. შეამოწმეთ გვერდი გასაუბრების დანიშვნა გასაუბრებისთვის საჭირო საბუთების შესახებ.

საფეხური 6

თუ თქვენი ვიზა დამტკიცდა, თქვენი პასპორტის და ვიზის მიღება შეგეძლებათ ორი გზით:

  • დაბატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში, რომელიც შეადგენს 6,50 (ერთი პასპორტისათვის)  ლარს-თბილისში და 10,00 (ერთი პასპორტისათვის) ლარს-საქართველოს სხვა ქალაქებში, TNT Express-ს შეუძლია თქვენი პასპორტის მოტანა სახლში.
  • დამატებითი ღირებულების გადახდის გარეშე, თქვენს პასპორტის დაიტოვებენ TNT Express-ის იმ ოფისში, რომელიც თქვენ მიუთითეთ გასაუბრების დანიშვნის მომენტში.

პასპორტის სახლში მიტანის სერვისის შესახებ დეტალები ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ გვერდზე.