გასაუბრების მოლოდინის პერიოდი

ამ გვერდზე:

ზოგადი მიმოხილვა

ყველა განმცხადებლის შესახებ ინფორმაციის განხილვა მაქსიმალურად ეფექტურად ხდება და აშშ-ის საელჩო ცდილობს, რამდენადაც შესაძლებელია, შეამციროს გასაუბრების მოლოდინის პერიოდი. და მაინც, რაც უფრო ადრე დანიშნავთ გასაუბრების დღეს, უფრო მეტია ალბათობა, რომ გასაუბრება სასურველ თარიღსა და დროს დაგენიშნოთ.

არასაიმიგრაციო ვიზაზე განმცხადებლებს რეკომენდაცია ეძლევათ, განაცხადი მოგზაურობის განზრახულ თარიღზე სამი თვით ადრე შეიტანონ. გახსოვდეთ: განაცხადი ადრევე გააკეთეთ!

ვიზის განხილვის პერიოდი

თუმცა ვიზის განხილვის პერიოდი, ჩვეულებრივ, სამ სამუშაო დღეს შეადგენს, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის იგი შეიძლება იცვლებოდეს, ინდივიდუალური გარემოებების და სხვა სპეციფიკური მოთხოვნების გამო.

არსებული მოლოდინის პერიოდი და შესაძლებლობა