დამატებითი მოქმედების მოლოდინში მყოფი განაცხადები

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

უარი ვიზის გაცემაზე 221(g) ნაწილის საფუძველზე ნიშნავს, რომ განაცხადს აკლია არსებითი ინფორმაცია ან საჭიროა მისი ადმინისტრაციული განხილვა. საკონსულოს ოფიცერი, რომელიც გაგესაუბრებათ, გასაუბრების ბოლოს გაცნობებთ, თუკი თქვენი განაცხადის მსვლელობა, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, 221(g) ნაწილის საფუძველზე შეჩერდება. ოფიცერი გაცნობებთ, რომ საქმე ადმინისტრაციულ განხილვას ექვემდებარება ან გთხოვთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, საკონსულოს ოფიცერი აგიხსნით, თუ როგორ უნდა მიაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია. ამ პროცესის ფარგლებში, გადმოგეცემათ წერილი და თქვენი განაცხადის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში უნდა წარადგინოთ მოთხოვნილი დოკუმენტები, რისთვისაც სავიზო მოსაკრებლის ხელახლა გადახდა არ დაგჭირდებათ. ერთი წლის შემდეგ, განაცხადი, რომელზეც უარი მიიღეთ 221(g) ნაწილის საფუძველზე, შეწყდება 203(e) ნაწილის შესაბამისად.

თუ საელჩოში დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია მოგთხოვეს, აღნიშნული დოკუმენტები TNT-ის დოკუმენტთა ჩაბარების ოფისში უნდა წარადგინოთ. ამ ვებგვერდზე ახსნილია, თუ როგორ უნდა წარადგინოთ საელჩოში გადასაცემი დოკუმენტები.

სხვა ინფორმაცია

ზოგიერთი უარყოფილი სავიზო განაცხადი შესაძლოა საჭიროებდეს შემდგომ ადმინისტრაციულ განხილვას. როდესაც საჭიროა ადმინისტრაციული განხილვა, საკონსულო ოფიცერი აცნობებს განმცხადებელს ინტერვიუს ბოლოს. ადმინისტრაციული განხილვის ხანგრძლივობა განსხვავდება თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. გარდა გადაუდებელი მოგზაურობის შემთხვევებისა (სერიოზული დაავადებები, ტრამვები, ან თქვენი ოჯახის წევრის გარდაცვალება) მანამ სანამ გააგზავნით მოთხოვნას ადმინისტრაციული პროცესის სტატუსის შესახებ, განმცხადებლებმა უნდა მოიცადონ არანაკლებ 180 დღე გასაუბრების დღის შემდგომ ან დამატებითი დოკუმენტების წარდგენის დღის შემდგომ, იმის მიხედვით თუ რომელი იქნა განხორციელებული უფრო გვიან.

თუ ხართ არა-საემიგრაციო ვიზის აპლიკანტი, შეგიძლიათ შეამოწმოთ DS-160-ის და ვიზის აპლიკაციის სტატუსი ონლაინში აქ, შეიყვანეთ გასაუბრების ადგილი და ნომერი/კოდი DS-160-ის. თუ ხართ აპლიკანტი საემიგრაციო ვიზის შეიყვანთ კეისის ნომერს.