დოკუმენტთა მიწოდების მისამართის არჩევა

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

თქვენ უნდა აირჩიოთ დოკუმენტების მიღების გზა. შეგიძლიათ, აირჩიოთ პრემიუმ მიღების სერვისი (დამატებითი მოსაკრებლით: 6,50 (ერთი პასპორტისათვის) ლარი თბილისში და 10,00 (ერთი პასპორტისათვის)ლარი საქართველოს სხვა ქალაქებში, რომელიც გადაეხდება TNT-ს, დოკუმენტების მიღების მომენტში), ან, დამატებითი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ინტერვიუმდე თქვენს მიერ არჩეული TNT-ის ოფისიდან მიღების სერვისი. არჩევანის გაკეთების მომენტში, დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ საიმიგრაციო ქეისის ნომერი, რომელიც მითითებულია საკონსულოს მიერ გამოგზავნილ შეტყობინების წერილში. თუ თქვენი აპლიკაცია დაკმაყოფილდა, თქვენი პასპორტი და ვიზა გადმოგეგზავნებათ TNT Express-ის მეშვეობით, ან შეინახება თქვენს მიერ არჩეულ მისამართზე. პასპორტის მიტანის სერვისის შესახებ ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ვებ გვერდზე.

თუ თქვენ აირჩევთ პრემიუმ მიტანის სერვისს, TNT დაგიკავშირდებათ, რათა დაადგინოს დოკუმენტების მოტანის დრო და ადგილი. სახლში/ოფისში აუცილებლად უნდა იყოს ვინმე კურიერის მიერ პასპორტის მიტანის დროს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ TNT მხოლოდ რამდენჯერმე შეეცდება თქვენი პასპორტის სახლში მოტანას. თუ ამ დროის განმავლობაში ვერ მოახერხებთ თქვენი პასპორტის მიღებას, იგი გადაეგზავნება საელჩოს/საკონსულოს და ამის შემდეგ საელჩო/საკონსულო დაგიკავშირდებათ იმის თაობაზე, თუ როდის და რა ფორმით შეგეძლებათ თქვენი პასპორტის მიღება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პასპორტს თქვენი წარმომადგენელი იღებს (მათ შორის, ოჯახის წევრებიც), მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია, რომლის ჩამონათვალი მოცემულია აქ.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ:

ყველა IV აპლიკანტს, რომელიც ირჩევეს პასპორტის აღების მისამართს, სჭირდება UID ნომერი პასპორტის ასაღებად.

გთხოვთ, ამობეჭდოთ IV მისამართის რეგისტრაციის დასტური და მოიტანოთ იგი საელჩოში, თქვენი გასაუბრების დღეს.

იმისათვის, რომ ამობეჭდოთ  თქვენი IV მისამართის რეგისტრაციის დასტური, შედით თქვენი მომხმარებლის სახელით და პაროლით, დააჭირეთ IV მისამართის რეგისტრაციას, აირჩიეთ ვიზის ტიპი, შეავსეთ თქვენი პასპორტის მონაცემები, აირჩიეთ TNT-ს ოფისი და ამობეჭდეთ IV მისამართის რეგისტრაციის PDF ფაილი.

სხვა ქმედებები

დოკუმენტთა დასაბრუნებლად მიწოდების მისამართის ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციისთვის, დააწკაპუნეთ აქ.
დოკუმენტების მიწოდების მიმდინარე მისამართის შეცვლისთვის, დააწკაპუნეთ აქ.
დოკუმენტების მიწოდების მისამართის ჩვენი ქოლ-ცენტრის საშუალებით რეგისტაციის ან შეცვლისთვის, დააწკაპუნეთ აქ.