ფოტოსურათები და თითის ანაბეჭდები

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

არასაიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის შეტანისას,ფორმა DS-160-ის. შევსებასთან და გაგზავნასთან ერთად, თქვენ უნდა ატვირთოთ ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ციფრული ფოტოსურათი. აგრეთვე, ფოტოსურათის ასლი თან უნდა იქონიოთ საელჩოში გასაუბრების დღეს. ასევე, როდესაც საელჩოში გასაუბრებაზე გამოცხადდებით, თითის ანაბეჭდებს აგიღებენ..

თითის ანაბეჭდების აღება

ვიზაზე განმცხადებლების თითის ანაბეჭდების აღება აშშ-ის საელჩოში გასაუბრების ნაწილს წარმოადგენს. სავიზო განაცხადის განხილვის დროს, ჩვეულებრივ, გასაუბრებაზე, მოხდება ციფრული თითის ანაბეჭდების სწრაფად, უმელნოდ აღება. ზოგიერთ განმცხადებელის თითის ანაბეჭდები არ არის საჭირო, მათ შორის:

  • განმცხადებლები, რომლებიც ოფიციალური სამთავრობო საქმიანობით მოგზაურობენ, გარდა A-3 და G-5 ვიზებზე განმცხადებლებისა
  • 14 წელზე უმცროსი და 79 წელზე უფროსი ასაკის განმცხადებლები

მოთხოვნები ციფრული ფოტოსურათისთვის

თქვენი სავიზო განაცხადის ფოტო ზომით და შინაარსით უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს. იმგვარი ფოტოების წარდგენამ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, შეუძლია გამოიწვიოს  სავიზო განაცხადის დამუშავების პროცესის დაყოვნება. თქვენი ამჟამინდელი გარეგნობის ასასახად,  ფოტო უნდა იქნეს გადაღებული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ვიზის განახლებახდენთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფოტო არ უნდა იყოს იგივე, რაც თქვენს ძველ ვიზაზეა.

თუ თქვენი ფოტო არ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, თქვენ მოგთხოვენ წარმოადგინოთ ახალი ფოტო თქვენი ვიზის დამუშავებამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სავიზო აპლიკაციის სისტემას იგი ციფრული ფოტო-ატვირთვის სახით აქვს მიღებული.

თავის ზომა
თავის სიმაღლე, რომელიც თხემიდან, თმის ჩათვლით, ნიკაპის ბოლომდე იზომება, ფოტოს საერთო სიმაღლის 50%-70%-ს უნდა შეადგენდეს. თვალების სიმაღლე, რომელიც ფოტოს ქვედა კიდიდან თვალების დონემდე იზომება, ფოტოს სიმაღლის 55%-70%-ს - ან უხეშად 2/3-ს - უნდა შეადგენდეს.

სპექტაკლებს: 2016 წლის 1 ნოემბრიდან ვიზის განაცხადისთვის სათვალით გადაღებული ფოტოსურათი არ მიიღება. დეტალური მოთხოვნები ფოტო სურათის თაობაზე იხილეთ ვებ გვერდზე:https://travel.state.gov/content/visas/en/general/photos.html

ფოტოს ზომები
ფოტო კვადრატული უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ ფოტოს სიმაღლე მისი სიგანის ტოლი უნდა იყოს. ფოტოს მინიმალური ზომაა 600 პიქსელი x 600 პიქსელზე (სიმაღლე x სიგანეზე). მაქსიმალური ზომაა 1200 პიქსელი x 1200 პიქსელზე (სიმაღლე x სიგანეზე).

7 საფეხური წარმატებული ფოტოს მისაღებად

თავის ორიენტაცია

      ვიზისთვის ფოტოს გადაღებისას მნიშვნელოვანია

თავის ორიენტაცია.

      . ფოტო ისე გადაიღეთ, რომ თქვენი სახე მთლიანად ჩანდეს. იყურეთ პირდაპირ კამერაში და დარწმუნდით, რომ თვალები ღია გაქვთ.

 

ჩარჩოს შევსება

      ფოტოზე

თავი მთლიანად

      , უნდა აისახებოდეს, თმიანი ნაწილის ზედა კიდიდან ნიკაპის ქვედა კიდემდე. კარგ ფოტოსურათზე, თავის სიმაღლე 1-1-3/8 დუიმის (25-35 მმ) ტოლი უნდა იყოს ან სურათის 50%-70%-ს შორის მერყეობდეს, როგორც შემდეგ სურათზეა:

 

შეინარჩუნეთ ცენტრალური მდებარეობა

      თავი სურათის ცენტრში უნდა იყოს.

 

აჩვენეთ თვალები

      დარწმუნდით, რომ თვალები ღია გაქვთ. თქვენი თვალები ფოტოსურათის 2/3 სიმაღლეზე უნდა იყოს ანუ 1-1/8 დუიმიდან 1-3/8 დუიმამდე (28 მმ და 35 მმ) - დაახლოებით 60% - ფოტოს ქვედა კიდიდან.

 

ფონი

      ფოტოსურათზე თქვენს უკან სივრცე სადა, თეთრი ან მოთეთრო ფერის უნდა იყოს. საუკეთესო შედეგის მისაღებად, დაჯექით სადა, თეთრი ან მოთეთრო

ფონის

      წინ.

 

მოაშორეთ ჩრდილები
დაჯექით

      ისე, რომ სახე მთლიანად განათებული იყოს და მასზე ან ფონზე

გამფანტავი ჩრდილები

      არ იყოს.

 

მოდუნდით და ბუნებრივი სახე მიიღეთ

      დარწმუნდით, რომ ფოტოს გადაღებისას სახის ბუნებრივი გამომეტყველება გაქვთ, როგორც აქ არის ნაჩვენები:

 

დამატებითი ინფორმაცია

სავიზო განაცხადის ფოტოსურათის მახასიათებლების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტს.

სახელმწიფო დეპარტამენტს ფოტოების თაობაზე, აგრეთვე, აქვს ხშირად დასმული შეკითხვების განყოფილება, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.