სავიზო მოსაკრებელი

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

ვიზაზე განმცხადებლებს, მათ შორის, ბავშვებს, არასაიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის შეტანის წინ, მოეთხოვებათ სავიზო განაცხადის მოსაკრებლის გადახდა, რომელსაც ზოგჯერ MRV მოსაკრებელს უწოდებენ და რომელიც ანაზღაურებას და ტრანსფერს არ ექვემდებარება. სავიზო მოსაკრებლის გადახდა უნდა მოხდეს იმის მიუხედავად, ვიზა გაიცემა თუ არა. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ვიზის კატეგორიის მიხედვით, რომელზეც განაცხადი შეგაქვთ. მოცემულ ვებგვერდზე ჩამოთვლილია სავიზო მოსაკრებლები არასაიმიგრაციო ვიზის თითოეული კატეგორიისთვის.

ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ ჩამოთვლილია მოსაკრებლები მხოლოდ არასაიმიგრაციო ვიზებისთვის.

ინფორმაცია გადახდის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ფასები აშშ დოლარებშია მოცემული, გადახდა ადგილობრივი ვალუტით ხორციელდება. მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ. გადახდის საშუალებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. საქართველოს ბანკის ფილიალის მოსაძებნად, დააწკაპუნეთ აქ

არასაიმიგრაციო ვიზაზე ნებისმიერ განმცხადებელს ნაღდი ანგარიშსწორებით სავიზო მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია. ბანკში წასვლამდე თქვენ უნდა ამობეჭდოთ და თან იქონიოთ აშშ-ს სავიზო მოსაკრებლის ბარათი, რომელიც ამ ვებ-გვერდზე არის ხელმისაწვდომი. სავიზო მოსაკრებლის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის დროს ბანკში წარადგინეთ შევსებული სავიზო მოსაკრებლის ბარათი და პასპორტი. ზუსტად გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებლის ბარათზე მითითებული თანხა. მოსაკრებლის გადახდისთანავე ბანკი გადმოგცემთ ქვითარს. ვებ-გვერდის საშუალებით მიღებული სავიზო მოსაკრებლის ბარათის წარდგენის გარეშე ბანკი არ მიიღებს მოსაკრებელს. სავიზო განაცხადის შეტანის და გასაუბრების დანიშვნის პროცესის დროს განმცხადებლის მიერ ვიზის კატეგორიის არასწორად მითითება შესაბამისად გამოიწვევს ბარათზე არასწორი სავიზო მოსაკრებლის ასახვას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასწორად გადახდილი მოსაკრებლის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება და განმცხადებელს ხელახლა მოუწევს სწორი მოსაკრებლის გადახდა. მოსაკრებელი არ ექვემდებარება აზრაურებას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეცდომა ბანკის მიერ იყო დაშვებული.

შეზღუდვები

სავიზო მოსაკრებელი არ ანაზღაურდება, აგრეთვე, არ შეგიძლიათ მისი სხვა პირისთვის გადაცემა. სავიზო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ მიიღებთ ქვითარს. ქვითარი ძალაშია გადახდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში და უფლებას გაძლევთ დანიშნოთ გასაუბრება აშშ-ის საელჩოში. გასაუბრება უნდა დაინიშნოს, სანამ ქვითარი ძალაშია, რაც ნიშნავს, რომ თქვენი გასაუბრების დღე დანიშნული უნდა იყოს მოსაკრებლის გადახდიდან ერთი წლის მანძილზე. თუ გასაუბრებას გადახდიდან ერთი წლის მანძილზე არ დანიშნავთ, თქვენს ქვითარს ვადა გაუვა, ვეღარ შეძლებთ გასაუბრების დანიშვნას და მოსაკრებლის ხელახლა გადახდა და პროცესის თავიდან დაწყება მოგიწევთ.

ვიზის კატეგორიები და სავიზო მოსაკრებლის ოდენობა

ქვემოთ მოყვანილი მოსაკრებლები აშშ დოლარებშია მოცემული და ერთ სავიზო განაცხადზე ვრცელდება. არასაიმიგრაციო ვიზის ყველაზე გავრცელებული კატეგორიების მოსაკრებელი 160 აშშ დოლარს შეადგენს. აქ შედის ტურისტული, საქმიანი, სტუდენტური და გაცვლითი ვიზები. პეტიციაზე დაფუძნებული ვიზების უმრავლესობა, როგორიცაა სამუშაო და რელიგიური ვიზები, 190 აშშ დოლარი ღირს. K ვიზები 265 აშშ დოლარი ღირს, ხოლო E ვიზების მოსაკრებლის ოდენობა 205 აშშ დოლარია.

ვიზის კატეგორიები და მოსაკრებლის ოდენობები - მოსაკრებლის კლასის მიხედვით
მოსაკრებლის ოდენობა (აშშ დოლარი) საკომისიო თანხა
(ლარებში)
ვიზის კატეგორიები აღწერილობა
$160 N/A B საქმიანი/ტურისტული
$160 N/A C-1 ტრანზიტული
$160 N/A D გემის/თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებისთვის
$160 N/A F სტუდენტური (აკადემიური)
$160 N/A I ჟურნალისტური
$160 N/A J გაცვლითი პროგრამის მონაწილეები
$160 N/A M სტუდენტური (პროფესიული)
$160 N/A T ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის
$160 N/A TN/TD NAFTA-ს პროფესიონალებისთვის
$160 N/A U კრიმინალური საქმიანობის მსხვერპლთათვის
$190 N/A H დროებითი/სეზონური მუშახელისთვის, სტაჟიორებისთვის/td>
$190 N/A L კომპანიის შიდა გადაადგილებისთვის
$190 N/A O განსაკუთრებული უნარების მქონე პირთათვის
$190 N/A P სპორტსმენებისთვის, ხელოვნების დარგის წარმომადგენელთათვის
$190 N/A Q საერთაშორისო კულტურული გაცვლითი პროგრამის მონაწილეებისთვის
$190 N/A R რელიგიური პირებისთვის
$265 N/A K აშშ-ის მოქალაქის საქმროს (საცოლის) ან მეუღლისთვის
$205 N/A E მოვაჭრეების/ინვესტორებისთვის, ავსტრალიელი პროფესიონალებისთვის
ვიზის კატეგორიები და მოსაკრებლის ოდენობები - ვიზის კატეგორიის მიხედვით
ვიზის კატეგორიები აღწერილობა მოსაკრებლის ოდენობა (აშშ დოლარი) საკომისიო თანხა
(ლარებში)
B საქმიანი/ტურისტული $160 N/A
C-1 ტრანზიტული $160 N/A
D გემის/თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებისთვის $160 N/A
E მოვაჭრეების/ინვესტორებისთვის, ავსტრალიელი პროფესიონალებისთვის $205 N/A
F სტუდენტური (აკადემიური) $160 N/A
H დროებითი/სეზონური მუშახელისთვის, სტაჟიორებისთვის $190 N/A
I ჟურნალისტური $160 N/A
J გაცვლითი პროგრამის მონაწილეებისთვის $160 N/A
K აშშ-ის მოქალაქის საქმროს (საცოლის) ან მეუღლისთვის $265 N/A
L კომპანიის შიდა გადაადგილებისთვის $190 N/A
M სტუდენტური (პროფესიული) $160 N/A
O განსაკუთრებული უნარების მქონე პირთათვის $190 N/A
P სპორტსმენებისთვის, ხელოვნების დარგის წარმომადგენელთათვის $190 N/A
Q საერთაშორისო კულტურული გაცვლითი პროგრამის მონაწილეებისთვის $190 N/A
R რელიგიური პირებისთვის $190 N/A
T ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის $160 N/A
U კრიმინალური საქმიანობის მსხვერპლთათვის $160 N/A
TN/TD NAFTA-ს პროფესიონალებისთვის $160 N/A

ვიზის კატეგორიები და პირობები, რომელთათვისაც მოსაკრებელი არ არის საჭირო

  • განმცხადებლები A, G, C-2, C-3, NATO და დიპლომატიურ ვიზებზე (22 CFR 41.26-ის შესაბამისად)
  • J ვიზის მქონე განმცხადებლები, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო და კულტურულ გაცვლით პროგრამებში
  • ელექტრონულად წაკითხვადი ვიზის შეცვლა შესაძლებელია გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ პირველადი ვიზა არ იყო სათანადოდ ჩაკრული პასპორტში ან საჭიროა ვიზის ხელახალი გაცემა, განმცხადებლის ბრალეულობისგან დამოუკიდებლად.
  • საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე პრივილეგირებული განმცხადებლები, მათ შორის, გაეროს შტაბ-ბინის სადამკვირვებლო მისიის გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ცნობილი წევრები და პერსონალი, აგრეთვე მათი უახლოესი ნათესავები
  • განმცხადებლები, რომლებიც საქველმოქმედო მიზნით მოგზაურობენ
  • აშშ-ის მთავრობის თანამშრომლები, რომლებიც სამსახურებრივი მივლინებით მოგზაურობენ
  • აშშ-ის მთავრობის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თანამშრომლის მშობელი, და/ძმა, მეუღლე ან შვილი, რომელიც დაკრძალვაზე დასასწრებად მიემგზავრება; ან აშშ-ის მთავრობის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მძიმედ დაჭრილი თანამშრომლის მშობელი, და/ძმა, მეუღლე ან შვილი, რომელიც, გადაუდებელი მკურნალობის და გამოჯანმრთელების პერიოდში ვიზიტისთვის მიემგზავრება

სხვა მოსაკრებლები

ზოგჯერ დამატებითი სავიზო მოსაკრებლების გადახდა ხდება პირდაპირ ეროვნულ სავიზო ცენტრში, აშშ-ის საელჩოში ან ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტში.

  • არასაიმიგრაციო ვიზის გაცემის („ნაცვალგების”) მოსაკრებელი
    განმცხადებლებს ზოგიერთი ქვეყნიდან, მათი განაცხადის მიღების შემდეგ, შესაძლებელია მოეთხოვოთ ვიზის გაცემის მოსაკრებელი. აღნიშნულ მოსაკრებელს საფუძვლად უდევს „ნაცვალგება” (რასაც აკისრებს მეორე ქვეყანა აშშ-ის მოქალაქეს იმავე კატეგორიის ვიზისთვის). ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის ცდილობს გააუქმოს ვიზის გაცემის მოსაკრებელი, თუკი ეს შესაძლებელია. თუმცა, როდესაც უცხო ქვეყნის მთავრობა აშშ-ის მოქალაქეებს აკისრებს მოსაკრებლებს ვიზის გარკვეული კატეგორიებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებიც დააკისრებს „ნაცვალგების” მოსაკრებელს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ვიზის იმავე კატეგორიებისთვის. სახელმწიფო დეპარტამეტის ვებსაიტზე შეგიძლიათ იხილოთ უფრო დეტალური ინფორმაცია ვიზის გაცემის მოსაკრებლების შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ, ვრცელდება თუ არა თქვენს მოქალაქეობაზე აღნიშნული მოსაკრებელი.

  • SEVIS-ის მოსაკრებლები
    სტუდენტების და გაცვლითი პროგრამების მონაწილეების საინფორმაციო სისტემა (SEVIS) წარმოადგენს ინტერნეტ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც თვალყურს ადევნებს F, M და J ვიზის მფლობელებს (და მათი ოჯახის წევრებს) მათ მიერ საწყისი დოკუმენტაციის მიღების დროიდან (I-20 ან DS-2019) სკოლის დამთავრებამდე/მიტოვებამდე ან პროგრამის დასრულებამდე/ მიტოვებამდე.

    F, M და J ვიზებზე ძირითადმა განმცხადებლებმა: უნდა გადაამოწმონ აშშ-ს სკოლაში, არის თუ არა მათი ინფორმაცია SEVIS-ში შეყვანილი. სავიზო მოსაკრებლის გარდა, დამატებით ესაჭიროებათ SEVIS-ის მოსაკრებლის გადახდა. ფორმა I-20-ის მფლობელი არაიმიგრანტი სტუდენტებისთვის, SEVIS-ის მოსაკრებელია 200 აშშ დოლარი. გაცვლით პროგრამებში მონაწილეთა უმრავლესობისთვის, რომელთაც ფორმა DS-2019 გააჩნიათ, SEVIS-ის მოსაკრებელია 180 აშშ დოლარი. სტუდენტური ან გაცვლითი პროგრამის მონაწილის ვიზის გაცემამდე დაგჭირდებათ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამ მოსაკრებლის საელჩოში გადახდას ვერ შეძლებთ. SEVIS-ის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

    SEVIS-ის მოსაკრებლის გამონაკლისები
    განმცხადებლებს, რომლებიც მონაწილეობენ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში (პროგრამები, რომელთა კოდები იწყება G-1, G-2, G-3, G-7-ით), არ მოეთხოვებათ SEVIS-ის მოსაკრებლის გადახდა.

  • Blanket L მოსაკრებელი (თაღლითობის პრევენციის და აღმოჩენის მოსაკრებელი)  

    L პეტიციის ძირითადმა წარმდგენმა უნდა გადაიხადოს თაღლითობის პრევენციის და აღმოჩენის მოსაკრებელი 500 აშშ დოლარის ოდნობით. ეს მოსაკრებელი უნდა იქნას გადახდილი საკონსულო განყოფილების სალაროში გასაუბრების დღეს. თუ  შემდგომი L-1 სავიზო განაცხადი დაფუძნებულია ახალ ფორმა I-129S -ზე თაღლითობის პრევენციის და აღმოჩენის მოსაკრებელი ხელახლა უნდა იქნას გადახდილი.